„ოცნება“ ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას დაჩქარებულად განიხილავს
„ქართული ოცნება“ დაჩქარებულად განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მომჩივანის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, მის მიერ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელობა/წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობის და კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა.
რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს.
პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა