გიორგი გახარია - ქართულ ოცნებას კოალიცია არ დასჭირდება
ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია. ამის შესახებ მოქმედი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია აცხადებს.
"უნდა იყოს შინაარსობრივად სავსე არჩევნები, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს, ყველა ყველაფერს კარგად ხედავს... "ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად და ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, "ოცნებას" არ დასჭირდება კოალიცია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული ცოტა ხნის წინ წარადგინა, სიას სათავეში გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე უდგანან. სიის მეოთხე ნომერი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. პირველ ოცეულში ვერ მოხვდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ახალი სახეები ძირითადად, სიის მეორე ათეულშია, მათ შორისაა მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე, მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენი, ვიქტორ სანიკიძე - კალათბურთელი, დავით კაჭარავა - მორაგბე, მაია ბოჭორიშვილი - ევროკავშირში, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ელჩის მოადგილიე, მარიამ ლაშხი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელი.
ავტორი: ნიუპრესი -