|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოცნება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის გამკაცრებას დაჩქარებულად განიხილავს

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა და მიღება 16 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ცრემლმდენი გაზის, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში მანიფესტაციის მონაწილეები გაფრთხილდებიან და თუ ისინი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე უარს არ იტყვიან, მათ მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. იგივე ეხება მაგალითად, სახის ნიღბებით დაფარვას.

 იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის 32-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს) ვერ იქნება შესაძლებელი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება, შესაძლებელი იქნება, რომ კონკრეტული პირის დაჯარიმება მოხდეს 5 ათასი ლარით, ხოლო ორგანიზატორის - 15 ათასი ლარით.

„იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეწყვეტას ექვემდებარება, ან ცივი იარაღის, ან პიროტექნიკის ან სხვა ისეთი ნივთიერების ან ნივთის ქონა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა ადამიანის დასაზიანებლად, გამოიწვევს პასუხისმგებლობას 60 დღემდე ვადით. თუ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე ვერ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა, გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარით, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში - 15 000 ლარით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ერთ წლამდე ვადით, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, „სისხლის სამართლის კოდექსით“ - 2 წლამდე პასუხისმგებლობას“, - განაცხადა „ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ.  

მისივე თქმით, დაწესებულ ჯარიმებს პრევენციული შედეგები ვერ მოაქვს.  

 

ავტორი: