|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოცნება ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობას იწყებს

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაევალა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს.

„მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: