ოჯახის სიწმინდის დღე ჩოხოსნებმა ბაგრატის ტაძარში აღნიშნეს
ოჯახის სიწმინდის დღე ჩოხოსნებმა ქუთაისში ბაგრატის ტაძარში აღნიშნეს, წირვა ლოცვა ბერ-მონაზონმა გიორგიმ აღავლინა, ოჯახები დალოცა და გაძლიერება უსურვა მათ. პატრიარქის ჩოხოსნების იმერეთის კავშირის ხელმძღვანელის ლევან როხვაძის განცხადებით, დღესვე ერთმა წყვილმა ბაგრატის ტაძარში ჯვარიც დაიწერა.
"იმერეთის ჩოხოსნები ბოლო სამი წელია ადგილზე აღვნიშნავთ ამ დღეს, ბაგრატის ტაძარში. დღეს ბერ-მონაზონმა მამა გიორგიმ დაგვლოცა ყველა, ერთმა წყვილმა ჯვარი დაიწერა. პატრიარქის სიტყვებს გავიმეორებ, მყარი და მრავალშვილიანი ოჯახი ქვეყნის გადარჩენის ერთერთი ქვაკუთხედია, ამიტომ დღეს დავლოცეთ ჩვენი ოჯახები", - განაცხადა ლევან როხვაძემ.
შეგახსებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.
ამ დღეს მსოფლიო და საქართველოც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს.
ავტორი: ნიუპრესი