|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოკუპაცია ვერ იქნება ნატო-ში გაწევრიანებისთვის დაბრკოლება"

ოკუპაცია ვერ იქნება ნატო-ში გაწევრიანებისთვის დაბრკოლება - განცხადება თბილისში დღეს ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვინიკოვმა, გააკეთა.

ალექსანდრ ვინიკოვის თქმით, მთავარი პრობლემა არა ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ რეფორმების შეუსრულებლობაა. 

მისივე თქმით,  იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს შეუერთდეს, ორი საკითხის შესრულებაა აუცილებელი. პირველი -

საქართველო უნდა შეესაბამებოდეს ნატო-ს მოთხოვნებს წევრობისთვის და მეორე - უნდა შედგეს კონსენსუსი მოკავშირეებს შორის, რომ მათ სურთ საქართველოს ალიანსში ხილვა.

"NATO-ში გაწევრიანებისთვის ქვეყანა ორი რამისთვის უნდა იყოს მზად. პირველი, ქვეყანა უნდა იყოს მზად მოთხოვნების შესასრულებლად. ეს მოთხოვნები კი სცდება უსაფრთხოებას და თავდაცვას, რადგან ეს ეხება მთლიანად ქვეყნის ინტეგრაციას ალიანსში. მეორე ელემენტი არის ის, რომ ალიანსმა პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსესუსზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რადგან ეს მოახდენს გავლენას NATO-ს უსაფრთხოებაზე.

საქართველომ უნდა გაატაროს ევროატლანტიკური რეფორმები. რეფორმები უნდა გატარდეს სასამართლოს და საარჩევნო სისტემაში. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რეფორმების ტემპი მცირდება, ჩვენ გვინდა, რომ ეს სიგნალი საქართველოს გავუგზავნოთ, რომ დააბრუნოს რეფორმების იმპულსი, - განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა. 

შეგახსენებთ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,  რომ  ხელისუფლებაში მიამიტები არ არიან და იციან, რომ ვიდრე ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეუძლებელია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა