|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომარ ტაკიძე - მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება [R]

,,2012 წლიდან, მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს  ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება“ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ შუახევის მერობის კანდიდატმა ომარ ტაკიძემ წარდგენისას.

მერობის კანდიდატის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკის  ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

,,2012 წლიდან, მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს  ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენს  წინაშე დგომა.  მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო   „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შუახევის მერობის კანდიდატად წარმადგინა.  2017 წლიდან სრულად  ვარ ჩართული  ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში   და კარგად ვიცი, ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს.  მზად ვარ  როგორც მერობის კანდიდატი, დავიხარჯო ბოლომდე  ჩემს გუნდთან ერთად,  რომ ის გამოწვევები, ის საკითხები,  რომელიც თითოეულ შუახეველს,  თითოეულ სოფელში აწუხებს,  ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე. მადლობა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, თანამოაზრეებს, ჩემს  გუნდს. მჯერა, ერთად დგომით,  ყველაფერს შევძლებთ. მჯერა, მხარს დაგვიჭერთ და შუახევის უკეთესი  მომავლისთვის ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ომარ ტაკიძემ.

მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა.

მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: როსტომ ლორთქიფანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, მალხაზ ტაკიძე, ემზარ აბაშიძე, ზაზა დავითაძე, მურად ქათამაძე,  გიორგი კეკელიძე.

პროპორციული სიის პირველი ათეულში არიან: გიორგი დავითაძე, ედუარდ გოგრაჭაძე, ფატი ჭაღალიძე, ედნარ კეჟერაძე, თენგიზ ივანაძე, მელანო ებრალიძე, ვახტანგ ფუტკარაძე, დავით დავითაძე, ნაზი ქამადაძე,  სულიკო ბოლქვაძე.

 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი