ომი გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
ომი გრძელდება, ის არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები ყოველდღიურად იღუპებიან ჩვენი თავისუფლებისთვის.
„ომი გრძელდება. ის არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა. შესაძლოა ვინმეს განცალკევებულ ქალაქებში ჰგონია, რომ ომი შეიძლება დავიწყებას მიეცეს და ფიქრობს, რომ შეუძლია ამაზე არ იფიქროს, მაგრამ არა. ყოველდღიურად უკრაინელები იღუპებიან ჩვენი თავისუფლებისთვის. და ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ დაეხმაროს თავდაცვას იმით, რითაც შეუძლია. დიახ, რითაც შეუძლია“,- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით "ომის მესამე და გაჭიანურებულ ფაზაში" გადავიდა.
ავტორი: ნიუპრესი