|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში, ვაქცინა არ მუშაობს - ირაკლი ღარიბაშვილი

„ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა  და "მწვანე ბარათის" გაუქმება ამ მიზეზით ახსნა.

პრემიერმა  მაგალითად საკუთარი გამოცდილება დაასახელა. 

 

„ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება" , - განაცხადა  ღარიბაშვილმა და თანვე აღნიშნა,  ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას გააგრძელებენ. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა