|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინის ომში შესაძლოა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებიც გაიწვიონ

უკრაინის ომისთვის შესაძლოა მობილიზაცია გაუწიონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მცხოვრებთაც - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება Medusa  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ შესაძლებლობას კრემლში განიხილავენ, რის შესახებაც ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

ამ პირის ცნობით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა იძულებით გაიწვიონ რამდენიმე ათასი ადამიანი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა