ონის მუნიციპალიტეტში მეწყერმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა
ძლიერი წვიმების შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის შედეგადაც, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა.
მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა, მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი, რამაც პრობლემა შეუქმნა სოფელ სორგითის მოსახლეობა.
ამ დროისათვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება.
უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად აღმოფხვრის მიზნით, შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს მიყენებული ზარალის დათვლას, რის შემდგომადაც, უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.
ავტორი: