|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ონლაინ მედია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს

  ონლაინ გამოცემების ერთდღიან აქციას  სსიპ საზოგადოებრივი  მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად ერთდღიან აქციას საინფორმაციო გამოცემა newpress.ge უერთდება.

აქციის ფარგლებში ონლაინ გამოცემებმა ერთი დღით Facebook-ზე Cover-ის ფოტო შეცვალეს წარწერით: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".  გამოცემების ფეისბუქ გვერდებზე ახალი ფოტო დღის ბოლომდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის ნიშნად  მაუწყებლობა ერთი წუთით გათიშეს ტელევიზიებმა. აქციას 15-ზე მეტი ეროვნული და რეგიონული მაუწყებელი შეუერთდა. მათ შორის არ იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, რუსთავი 2 და მაესტრო.

აქცია კოალიციის "მედიის ადვოკატირების" ინიციატივით იმართება და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენებაა.

ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია იძაბება. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა