|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში თეიმურაზ კობახიძის 100 წლის იუბილე აღინიშნება

20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრი გამოჩენილი მუსიკოსის და საზოგადო მოღვაწის თეიმურაზ კობახიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოპერის თეატრი ავრცელებს. 

ცნობისთვის, თეიმურაზ კობახიძის დამსახურებით და ძალისხმევით 1969 წლის 27 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა ქუთაისის ოპერის თეატრი, ზ. ფალიაშვილის ოპერით “აბესალომ და ეთერი”.  სპექტაკლს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თეატრის მთავარი დირიჟორი თეიმურაზ კობახიძე დირიჟორობდა.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ: გიორგი გრძელიძე /ფორტეპიანო/ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები /რამაზ კუბლაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, მიხეილ ქებაძე, ბაკურ კვირიკაშვილი, მამუკა ლომიძე, ლევან ტაბატაძე, არმაზ დარაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, ირინე ალექსიძე, თამარ ლებანიძე, სოფიო ბერიშვილი/ გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.

კონცერტის რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.

საიუბილეო საღამოს წამყვანი - მუსიკისმცოდნე - ქეთევან მამუკელაშვილი. ღონისძიება, ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაციის გამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

საიუბილეო კონცერტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე დასაწყისი 19:00 საათზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა