|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის წინ მართავენ

 პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ,  სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-რეზიდენციასთან იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები „წადი, წადის“ სკანდირებენ ივანიშვილის რეზიდენიის წინ.

„ვის იცავთ, ვის“- ასე მიმართავენ აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციის წინ შეკრებილ სამართალდამცველებს. ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ არა ერთი კონკრეტული პიროვნება ივანიშვილი, არამედ საქართველო და ქართველი ხალხი დაიცვან.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრობს. 

ოპოზიციური პარტიები საპროტესტო ააქციების პერმანებტულად გაგრძელებას გეგმავენ.

ავტორი: ნიუპრესი