ოპოზიციის ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენა, რისთვისაც დრო საღამოს 8 საათამდე დაუწესა
ოპოზიციის ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენა, რისთვისაც დრო საღამოს 8 საათამდე დაუწესა. ოპოზიციის მოთხოვნები მიტინგზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.
მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოილიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები, მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას, ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ეს პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტია, მიუხედავად გატალბებული არჩევნების შედეგისა. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობა.
ჩვენ აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ:
- ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
- თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები დაკომპლერქტდეს სამართლიანი წესით.
- ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციები დღეს თბილისსა და ბათუმში იმართება.
ავტორი: ნიუპრესი