|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციონერი დეპუტატები 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

პოლიტიკოსების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.  ისინი 20 ივნისი საკითხთნ დაკავშირებით ამნისტიის მიღებას ეწინააღმდეგებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკური ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება. მისივე თქმით ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან, შეთანხმების დოკუმენტის პუნქტები არ დაირღვევა და  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მალე გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, ბოიკოტის დასრულებას წინ უძღვოდა 19 აპრილს  შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის მიღებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შუამდგომლობას დათანხმდა. ამ დროისათვის უცნობია, ამის მიუხედავად, მაინც მოხდება თუ არა ამნისტიის პროექტის ინიცირება, რასაც სამოქალაქო აქტივისტები მიუღებლად მიიჩნევენ და პარლამენტის წინ აპროტესტებენ.

ავტორი: ნიუპრესი