|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხვალ მემორანდუმს მოაწერენ ხელს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხვალ, 11 დეკემბერს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან, სადაც გადაწყვეტილების გაფორმება მოხდება.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ინფორმაციისთვის, ცნობისთვის, ხვალ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირბველი სხდომა გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი