|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. 

მთელი საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით 8 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა შესაბამის საარჩევნო კომისიებს. რეგისტრაცია გაიარა 6-მა საინიციატივო ჯგუფმა,  2-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. 

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს 42-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რეგისტრაცია გაიარა 39-მა საინიციატივო ჯგუფმა,  3-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. 

საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოიდგინონ მხარდამჭერთა სიები.



ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა