საქართველოში ორ თვეში 39 ადამიანი დაიხრჩო
მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით მაშველებმა მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში დარჩობას 192 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ამავე პერიოდში 39 ადამიანი დაიხრჩო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცრცელებს.
ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა მდინარეებში მოხდა. სამსახურის ინფორმაციით, მდინარეში 20, ტბაში 11, ხოლო ზღვაში 8 ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება გადარჩენილებს, მაშველებმა ყველაზე მეტი - 145 ადამიანი ზღვაში გადარჩინეს. მდინარეში დახრჩობისაგან 11, ტბაში კი 36 ადამიანი იხსნეს.

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა


14:35
13:33
22:22
















