|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზეიმოდ გახსნილ "თეთრ ხიდზე" სამუშაოები დაუსრულებელია [VIDEO]

რეაბილიტირებულ "თეთრ ხიდზე, რომელიც ორი დღის წინ ზეიმით გაიხსნა,  სამუშაოები დაუსრულებელია. ხიდზე დამაგრებული ფილების ნაწილი ჩამაგრებული არ არის.
ადგილზე იმყოფებოდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი. მისი თქმით, ხიდის ჩაბარება არ მომხდარა, რადგან კომპანიას სამუშაოები არ დაუსრულებია. მისივე თქმით, უცნობია, როდის მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ბექა ყურაშვილი აცხადებს, რომ დაუსრულებელი სამუშაოების გამო კომპანიას ჯარიმები ამ დრომდე ერიცხება. 
მერიის წარმომადგენლები ხიდის დაზიანების საფრთხედ მოტოციკლეტების გადაადგილებას ასახელებენ. მათი თქმით, მოტოციკლეტების მფლობელები ხიდზე რბოლას აწყობენ, რაც მის დაზიანებას გამოიწვევს, რის გამოც, შესაძლოა, გადაადგილება დასჯადი გახდეს. 
 
ხიდის საფარის დაზიანებას არ ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ვინაობას არ ამხელს. მისი თქმით, დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, რომელთა დასრულებაც მიმდინარეობს და ამ სამუშაოების გამო რამდენიმე ფილა სრულად არ არის დამაგრებული.
 
"რამდენიმე ფილა არის დატოვებული და სრულად არაა ჩამაგრებული, რადგან მათ ვიყენებთ ხიდის ქვეშ სამუშაოებისთვის. ეს არ არის საფრთხის შემცველი, არ ჩავარდება ფილები და არც არავინ დაზიანდება",-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ახლადრეაბილიტირებული ხიდი მერიამ 3 ნოემბერს საზეიმოდ გახსნა. 
 
 
 
 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა