|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორი ვინტოვკა, ან კარაბინი მუზეუმის დასაცავად - სამხედრო წესები ქუთაისში

რას წერდა ქუთაისური პრესა 100 წლის წინ? - ნიუპრესი აგრძელებს რუბრიკას, სადაც საუკუნის წინანდელ ამბებს გაცნობთ, რომლებმაც ასახვა ადგილობრივ პრესაში ჰპოვეს.  

პირველი მსოფლიო ომის კვალდაკვალ მძიმე სოციალური და კრიმინოგენური მდგომარეობაა ქუთაისში, ცუდი ამბები მოდის ბათუმიდან, სადაც დაძაბულობა იზრდება. ქუთაისში სამხედრო წესები ცხადდება.

ქუთაისის მუზეუმის დაცვას ითხოვს ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ტრიფონ ჯაფარიძე. ის ქუთაისის გუბერნიის კომისარს იარაღს სთხოვს.

"ტრიფონ ჯაფარიძე სთხოვს ქუთაისის გუბერნიის კომისარს, რომ მისცეს მას ორი ვინტოვკა, ან კარაბინი მუზეუმის დასაცავად. ამის გამო მუზეუმის დირექტორმა განკარგულება მისცა მლიციის უფროსს, რომ დანიშნოს ხსენებული მუზეუმის მახლობლად სადარაჯო ადგილი",-წერს გაზეთი "ჩვენი ქვეყანა".

 

 

 

ახალი ამბების იმავე სვეტში გაზეთი იუწყება იარაღის საწყობის გაძარცვის შესახებ, საინადაც 60 თოფი წაიღეს.

საეჭვო პირებს მილიცია აკავებს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე