|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"„ორმაისობა“ წარმოუდგენელია სამი ოთარის ძეგლის პატივგების გარეშე"

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა „სამი ოთარის" ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

ორმაისობის დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში უკვე წარმოუდგენელია ოთარ ქორქიას, ოთარ მამფორიას და ოთარ სულაბერიძის ძეგლების პატივგების გარეშე.

„როგორი ფორმატითაც უნდა აღინიშნებოდეს „ორმაისობა“ ჩვენს ქალაქში, წარმოუდგენელია, არ გავიხსენოთ ეს სამი დიდებული ქუთაისელი - ქალაქელობის, ქართველობის, ადამიანობის სიმბოლოებად რომ არიან ჩვენს ცნობიერებაში დარჩენილნი“ , - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისში „ორმაისობის" აღნიშვნა საპატიო ქუთაისელების- სამი ოთარის ძეგლის პატივგებით უკვე წლების მანძილზე გრძელდება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა