ორთოპედიული ბალიშების ბენეფიტები
ორთოპედიული ბალიშების განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. ეს პროდუქტი ხელს უწყობს:
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
- სხეულის სწორ პოზიციონირებას;
- ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;
- უზრუნველყობს სწორ მდგომარეობაში ძილს;
- ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.
ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისაა განკუთვნილი და სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
- ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
- სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. სავარძლის ბალიში აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.
- რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. მათი ფასი დამოკიდებულია ბალიშის ფუნქციურ მახასიათებლებზე. სამედიცინო ბალიშები ახალ ხედვაში წარმოებულია ევროპული პრემიუმ ბრენდების მიერ, აღნიშნული პროდუქცია პოლიურეთანის ქაფისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს.
ავტორი: