ორთოპედიული ფიქსატორების დიდი არჩევანი “ახალ ხედვაში”
სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში” საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორია წარმოდგენილი. ეს პროდუქტი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მათ შორის არის:
- დაზიანებების დროს;
- ტკივილის შემსუბუქების მიზნით;
- რეაბილიტაციის პერიოდში;
- იმობილიზაციის მიზნით;
- პროფილაქტიკის ან რომელიმე დაავადების პრევენციის მიზნით.
განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- იდაყვის ფიქსატორი - გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც.
- კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. ჰემატომისა და შეშუპების დროს კი კოჭის ფიქსატორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. ამ პროდუქტს შეუძლია კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.
- სხივ-მაჯის ფიქსატორები - გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.
- ხერხემლის ფიქსატორებს - წელსა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს პროდუქტი ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და წელის ტკივილის და ამ არეზე დატვირთვის შესამცირებლად იდეალურია.
სამედიცინო ჯგუფის ორთოპედიული ნივთების შეძენა თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. შერჩეული პროდუქტის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა