ორთოპედიული პროდუქტები “ახალი ხედვის” სამედიცინო მაღაზიაში
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიათა ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს 12-წლიანი გამოცდილება აქვს. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით.
მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია შემდეგი ორთოპედიული პროდუქტები:
- წელის კორსეტები და ქამრები;
- ფიქსატორებს;
- ორთოპედიული ბალიშები;
- სუპინატორები;
- ვარიკოზის მოვლის საშუალებები;
- შშმ პირთა ეტლები;
- ყავარჯნები/ხელჯოხები და სხვ.
ორთოპედიულ პროდუქტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებთ, რადგან ეს სამედიცინო საშუალებები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ყოველდღიურობას ბევრად აუმჯობესებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
ორთოპედიული ფიქსატორები - სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მათი გამოყენება ეფექტურია ტრავმის შემდგომ პერიოდში, ასევე სხვადასხვა დაზიანების დროს. ფიქსატორების გამოყენების მიზანი მრავალმხრივია - ეს შეიძლება იყოს ტკივილის შემსუბუქება, რეაბილიტაციის პერიოდი, იმობილიზაცია ან რომელიმე დაავადების პრევენცია. ფიქსატორს შეუძლია ტრავმებისგან დაგიცვათ და სწორ პოზიციაშიც დაგიფიქსიროთ სხეულის შესაბამისი ნაწილი.
სუპინატორები - გამოყენება აუცილებელია ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ტერფის გამოხატული პათოლოგიის დროს შედარებით მყარ სუპინატორს ანიჭებენ უპირატესობას, რათა მან თაღის სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. პროფილაქტიკის მიზნით კი რეკომენდებულია სილიკონის დრეკადი სუპინატორის გამოყენება, რომელიც ტერფზე დატვირთვას ამცირებს და ფიზიკური აქტივობის პროცესსა და ყოველდღიურ საქმიანობას უფრო კომფორტულს ხდის.
წელის ქამრები და კორსეტები - ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის მრავალი დაავადების დროს ექიმის რეკომენდაციით. პოსტოპერაციული ქამრები მუცლის ღრუზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ ინიშნება. პაციენტები წელის ქამრებს ატარებენ ხერხემლის მალთაშუა დისკების დაზიანების, სპონდილოზისა და ხერხემლის დეფორმაციის დროსაც.
ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდები - ამცირებს ქვედა კიდურების შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას. პირველი კლასის წინდები გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. კომპრესიული წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მათი ტარება ვარიკოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და პროდუქციის შესაკვეთად ეწვიეთ ვებგვერდს - akhalikhedva.ge გარდა ამისა, სამედიცინო ნივთის შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” მაღაზიები.
ავტორი: ნიუპრესი