|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორთოპედიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში”

კომპანია „ახალი  ხედვა“ მომხმარებელს ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მიმართულებით პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მაღაზიებში სხვადასხვა პრობლემისთვის განკუთვნილი ფიქსატორების, სუპინატორების, წელის ქამრებისა და კორსეტების შეძენაა შესაძლებელი. მათი დეტალური დათვალიერება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.akhalikhedva.ge

განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • წელის კორსეტები და ქამრები - ამცირებს წელის არეში ტკივილსა და სხეულის ამ ნაწილს იცავს გადაჭარბებული დატვირთვისგან. არსებობს პოსტ-ოპერაციული წელის ქამრები, რომლებიც მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება და ხელს უშლის მუცლის კუნთების მოდუნებას. ჩანართიანი წელის კორსეტების გამოყენება შეიძლება მალის მოტეხილობის, დისკის თიაქრის, სქოლიოზისა და კიფოზის დროს. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთა-შუა დისკების დაზიანების, სპონდილოზისა და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად.
  • სუპინატორები - ამ პროდუქციას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია კი ტერფის არეში ტკივილის შემსუბუქება, თაღის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნება,  ტერფის სტაბილიზაცია და ტერფზე ზეწოლის სწორი გადანაწილებაა. ორთოპედიულ სუპინატორებს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება აქვთ. 
  • ფიქსატორები - არსებობს იდაყვის, წელის, თითის, მუხლის, ტერფის,  სხივ-მაჯისა და სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქცია  განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია მექანიკური დაზიანების პრევენციისთვის.

კომპანია „ახალი ხედვა“ არის პირველი მაღაზიათა ქსელი, რომელიც ევროპული სამედიცინო პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. სამედიცინო ჯგუფი 2012 წლიდან ქართველ მომხმარებელს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის მიმართულებით უმაღლესი ხარისხის სამედიცინო პროდუქციას სთავაზობს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 13 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Tipsan-ის, Berger-ის, Bauerfeind-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციაა ხელმისაწვდომი. 

ავტორი: ნიუპრესი