ორთოპედიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში”
ორთოპედიული პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” 12 წელია სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდების Anita-ს, Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.
- MORSA CYBERG - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას. საქართველოში კომპანია „ახალი ხედვა“ მათი ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ არის აღიარებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ ორთოპედიულ პროდუქტს სთავაზობს.
- SIGVARIS - შვეიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერი ბრენდია.
- ANITA - 1886 წლიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დ მოთხოვნადი ბრენდია. 137 წლიანი გამოცდილების კომპანია ქალბატონებისთვის ხარისხიანსა და თანამედროვე საორსულე პროდუქციას ქმნის. უმაღლესი ხარისხის საორსულე ბანდაჟები, ორსულებისა და მეძუძური დედების ბიუსტჰალტერების შეძენა “ახალი ხედვის” მაღაზია შოუ-რუმში, ვაჟა-ფშაველას 27ბ ნომერში შეგიძლიათ. მათი დეტალური დათვალიერება ასევე, შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: akhalikhedva.ge.
“ახალი ხედვის” ფილიალებში ორთოპედიული პრობლემებისთვის განკუთვნილი ფიქსატორების, სუპინატორების, წელის ქამრებისა და კორსეტების შეძენაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ორთოპედიულ სამედიცინო ნივთებს შორისაა ბალიშები, რომლებსაც მომხმარებლები ეფექტურად იყენებენ მგზავრობის, ძილის, მუშაობისა თუ კისრისა და წელის ტკივილის დროს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- წელის კორსეტები და ქამრები - ამცირებს წელის არეში ტკივილსა და სხეულის ამ ნაწილს იცავს გადაჭარბებული დატვირთვისგან. არსებობს პოსტ-ოპერაციული წელის ქამრები, რომლებიც მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება და ხელს უშლის მუცლის კუნთების მოდუნებას. ჩანართიანი წელის კორსეტების გამოყენება შეიძლება მალის მოტეხილობის, დისკის თიაქრის, სქოლიოზისა და კიფოზის დროს. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთაშუა დისკების დაზიანების, სპონდილოზისა და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად.
- სუპინატორები - ამ პროდუქციას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია კი ტერფის არეში ტკივილის შემცირება,, თაღის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, ტერფის სტაბილიზაცია და ტერფზე ზეწოლის სწორი გადანაწილებაა. ორთოპედიულ სუპინატორებს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება აქვთ.
ამ პროდუქციის შეძენა თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხდება. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისა და შეკვეთის გაფორმების შემდეგ, შერჩეულ პროდუქტს ადგილზე კონსულტანტი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.
ავტორი: