სამშაბათი, 25 მარტი, 2025 წელი 11:14:40
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორთოპედიული ქამრები წელის ტკივილის დროს

უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დანიშნულების მქონე წელის კორსეტებსა და  ქამრებს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები. განვიხილოთ, სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” საფიქსაციო ქამრები :

  • ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, გააჩნია პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედი - მეტი ფიქსაციისთვის. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” მაღაზიებში შეარჩევთ. მათი შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმშიც, ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველი ნივთის გამოწერას მარტივად შეძლებთ.

 

 

 

ავტორი: