|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები

ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები 

 ოსტეოქონდროზი ძვლისა და ხრტილის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რომლის დროსაც, უპირატესად, ზიანდება დიდი დატვირთვის ქვეშ მყოფი სახსრები. სახსრის ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც  გარკვეულ როლს თამაშობს დაავადების განვითარებაში:

  • გენეტიკური ფაქტორები : არსებობს მოსაზრება  იმისა,რომ გენეტიკას დიდი როლი აქვს ოსტეოქონდროზის განვითარებაში. თუ პაციენტს აღენიშნება დაავადების ოჯახური ისტორია, რისკი 2 ჯერ იმატებს. 
  • ტრავმა ან დაზიანება : სახსრების დაზიანება, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, როდესაც ძვლები მუდმივ ზრდა-განვითარების ეტაპზეა შესაძლოა ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
  • ჰორმონალური ფაქტორები : ჰორმონალურმა ცვლილებებმა, შესაძლოა გაზარდოს დაავადების რისკი. 
  • კვებითი ფაქტორები : არასწორი კვება, განსაკუთრებით გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ხელს უწყობს ოსტეოქონდროზულ ცვლილებებს. 
  • მექანიკური სტრესი : სახსრებზე  ის დატვირთვა, რომლებიც მოიცავს განმეორებით და ხშირ მოძრაობებს, ზრდის ოსტეოქონდროზის რისკს. 

 

რეაბილიტაციის როლი ოსტეოქონდროზის მკურნალობის პროცესში.

    

      ფიზიკური რეაბილიტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ოსტეოქონდროზის მართვაში. კონკრეტული სარეაბილიტაციო პროგრამის შერჩევა დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, ოსტეოქონდროზის ტიპსა და სიმძიმეზე

    მნიშვნელოვანია რომ შემუშავდეს ყოვლისმომცველი და სწორი რეაბილიტაციის გეგმა. გეგმის მიზანია ტკივილის შემცირება, ფუნქციებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. 

 

            

         რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები ოსტეოქონდროზის დროს 

 

 

  •  ტკივილის მართვა

 

   რეკომენდირებულია ტკივილის მართვის ისეთი მეთოდები როგორიცაა სიცივისა და სითბოს თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, არასტეროიდული ანთების საწინააღდმეგო საშუალებებით მკურნალობა და სხვა.

  • ფიზიოთერაპია

    ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტის  მეშვეობით შესაძლებელია ისეთი სავარჯიშო პროგრამის შემუშავება, რომელიც გააუმჯობესებს  სახსრის მობილურობას, ძალასა და მოქნილობას. ვარჯიშის ტიპი შესაძლოა იყოს: 

  • გაწელვა - მობილობის გასაუმჯობესებლად და კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად.
  • კუნთის გამაძლიერებელი ვარჯიშები 

 

 

  • აერობული ვარჯიშები

 

  როგორიცაა ცურვა ან ველოსიპედით სიარული და ა,შ 

 

  • ბალანსისა და კოორდინაციის  ვარჯიშები დ ა.შ 

 

 

ავტორი: ნიუპრესი