ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის ახალი სიცოცხლე [PHOTO]
ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი წყალტუბოს ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩის #1-ში არაერთი ტურისტული ჯგუფი ჩადის, ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ქართველი და უცხოელი ვიზიტორები.
წყალტუბოში დაბრუნდა საცხოვრებლად ოტია იოსელიანის შვილი დაჩი იოსელიანი. ბაბუის სახლში ხშირად იმყოფება უმცროსი ოტია იოსელიანი. აქვე მზადდება ღვინო "ოტიას ეზო", რომელიც უკვე სარეალიზაციოდ გავიდა ბაზარზე.
სტუმრებს მეგზურობას ოტიას შთამომავლები უწევენ და აცნობენ ყველა იმ ნივთის ისტორიას, რომელიც სახლ-მუზეუმში აქვთ შენახული.
ოტია იოსელიანის ბუხარი და მარანი, სადაც მის მიერ მოწნული კალათებია შენახული
უმცროსი ოტია იოსელიანი და ღვინო "ოტიას ეზო"
აივანი, სადაც ხშირად იკრიბებიან სხვადასხვა თაობის და ეროვნების ადამიანები
დარბაზი, სადაც ოტია იოსელიანის წიგნები და ნივთებია შენახული
ოტიას საფლავი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი