ოზურგეთში დაჭრილ ბიჭს ქუთაისში სასწრაფო ოპერაცია უტარდება
ოზურგეთში დაჭრილ მოზარდს ქუთაისის საერთაშორისო მედიცინის ცენტრში საოპერაციოდ ამზადებენ.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა კისრის არეში აქვს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოზარდი გუშინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი კლინიკაში თანატოლებმა მიიყვანეს და განაცხადეს, რომ მოტოციკლიდან გადმოვარდა, თუმცა ბიჭი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარწღით დაჭრილი აღმოჩნდა.
ოჯახის წევრების თქმით, დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, არ იციან ვინ დაჭრა ის. მათი თქმით, ბიჭს კონფლიქტი არავისთან ქონია.
როგორც გაირკვა, ბიჭი სანადირო თოფითაა დაჭრილი.
შსს-მ გამოძიება 118-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი