ოზურგეთში გოლიათი გოგონა დაიბადა
ოზურგეთის მედალფას კლინიკაში გოლიათი გოგონა დაიბადა. მისი წონა 5.500 კგ-ია. პატარა ელენე ჩხარტიშვილი საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა. ის ოჯახის პირველი შვილია.
როგორც ექიმი აცხადებს, პატარას დედა, ნათელა ჩხარტიშვილი თავს კარგად გრძნობს, ახალშობილის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
პატარა ელენე ჩხარტიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთიდანაა.
წყარო: guriismoambe.com
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა