|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა კლდიაშვილი: „ქალაქის განვითარების გეგმის დასრულებულ ვერსიას წარმოვადგენთ“

როდის ექნება ქუთაისს განვითარების გეგმა? რას საკითხებს განიხილავენ საერთაშორისო  კონფერენციაზე, რომელიც ქუთაისში რამდენიმე დღეში გაიხსნება?  ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ნიუპრესი"  ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსს პაატა კლდიაშვილს ესაუბრა.                                                                                                 

- კონკრეტულად რა საკითხები განიხილება საერთაშორისო კონფერენციაზე?

-ქუთაისში 9 ივნისს საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ყველა თვითმმართველი ქალაქის პირველი პირი მიიღებს. შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგენთ ქალაქის განვითარების სტრატეგიის დასრულებულ ვერსიას. ასევე კონფერენციაზე განხილული იქნება სხვა თვითმმართველ ქალაქებთან ცალკეულ თემებზე თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე ასევე იქნებიან  მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც  საქართველოში მუშაობენ თვითმმართველობის საკითხებზე. ისინი გააკეთებენ მოხსენებას, თუ  რა პროექტების განხორციელებას გეგმავენ თვითმმართველობების მხარდასაჭერად უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, ანუ გავიგებთ, თუ რა მხარდაჭერას უნდა ველოდოთ მათგან, ასევე გავუზიარებთ ჩვენს გეგმებს. საბოლოო ჯამში, ხელმოწერილი იქნება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ თვითმმართველ ქალაქებს შორის.

- რა ეტაპზეა ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა ?

- მოგეხსენებათ, განვითარების გეგმის სამუშააო ვერსია ჯერ კიდევ  მარტის დასაწყისში გამოვაქვეყნეთ. ამ დროისთვის  განვითარების გეგმაზე მუშაობა აქტიურ რეჟიმშია. მიმდინარეობს  ყველა ნიუანსის დაზუსტება და კონფერენციაზე წარმოვადგენთ დასრულებულ ვერსიას.

-განვითარების გეგმაში როგორ აისახა ქუთაისის სივრცული დაგეგმარება?

-ურბანულ გეგმას რაც შეეხება, ამ დროისთვის ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ახლა მიმდინარეობს საკითხის დამუშავება.

-თქვენ თქვით, რომ  სტრატეგიის შემუშავების დროს გაითვალისწინებდით საზოგადოების რჩევებს, თუ იყო აქტივობა მოქალაქეების მხრიდან ?

- ვერ ვიტვი, რომ ძალიან ბევრი მოსაზრება იყო შემოსული მოქალაქეების მხრიდან, თუმცა რაც იყო, არცერთი მოსაზრება უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია.

-კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით, რომელიმე მოსაზრებას, რომელიც გაითვალისწინთ სტრატეგიის შემუშავების დროს?

-ასე კონკრეტულად გამიჭირდება, სხვადასხვა ჯგუფებიდან  აკრებილი იდეების და მოსაზრებების საფუძველზეა სწორედ აგებული  აღნიშნული სტრატეგია.

-  როდისთვის იგეგმება ყოფილ „მირზაანის“ შენობაში ტურისტული ცენტრის გახსნა?

- დაპროექტება დასრულებულია. ორ სამ დღეში გამოცხადდება ტენდერი  სამუშაოების განხორციელებაზე და მიმდინარე სეზონზე აუცილებლად გაიხსნება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა