გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


გუბაზ სანიკიძე ფარული ჩანაწერების გამო სასამართლოს მიმართავს
September 27, 2012

გუბაზ სანიკიძე ფარული ჩანაწერების გამო სასამართლოს მიმართავს

კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ფალსიფიკაცია და ფაბრიკაციაა youtube-ზე გავრცელებული აუდიომასალები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა ბესო სურმავამ გამოაქვეყნა.
პროკურატურამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
September 27, 2012

პროკურატურამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისის #16 ციხეში პატიმართა წამებაში მხილებული პირების დაკავების თაობაზე არასწორია. რადგან, რეალურად ქუთაისში #16 ციხე არ არსებობს.
ქუთაისში პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი დააკავეს
September 27, 2012

ქუთაისში პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული არიან ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.
მიხეილ სააკაშვილი: „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეს არის საქართველოს სიმბოლო“
September 27, 2012

მიხეილ სააკაშვილი: „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეს არის საქართველოს სიმბოლო“

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეს არის საქართველოს სიმბოლო, რომელიც მუდმივად დგება ფერფლიდან, რადენჯერაც არ უნდა სცადონ მისი წაქცევა,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გახსნაზე.
ამ წუთებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, სამუშაოების პარალელურად, კიევიდან მგზავრები მიიღო
September 27, 2012

ამ წუთებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, სამუშაოების პარალელურად, კიევიდან მგზავრები მიიღო

ამ წუთებში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გახსნისათვის საგანგებოდ ამზადებენ. ადგილზე უკვე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ვინ და რისთვის შეკრიბა ქუთაისში სტუდენტური თვითმმართველობა?
September 26, 2012

ვინ და რისთვის შეკრიბა ქუთაისში სტუდენტური თვითმმართველობა?

ქუთაისში, დღეს, 26 სექტემბერს, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „არა ქურდებს“. წერეთლის უნივერსიტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისისკენ გადაინაცვლეს და კოალიციის ოფისის წინ უთოები დაყარეს. „ოცნების“ ოფისიდან სტუდენტთა აღნიშნულ ქმედებას ცოცხებით შეეგებნენ.
ბათუმის #3 ციხის ყოფილი პატიმარი სამკურნალოდ ქუთაისის კლინიკაში მიიყვანეს
September 26, 2012

ბათუმის #3 ციხის ყოფილი პატიმარი სამკურნალოდ ქუთაისის კლინიკაში მიიყვანეს

კონსტანტინე გიგაშვილი, რომელიც სასჯელს იხდიდა ბათუმის #3 საპყრობილეში სამი დღის წინ გაათავისუფლეს. თუმცა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის დღეს ნათესავებმა ქუთაისში, კლინიკა „LG“–ში მიიყვანეს.
გუბაზ სანიკიძე: „ხელისუფლებას აქვს ახალი შეთითხნილი საქმე“
September 26, 2012

გუბაზ სანიკიძე: „ხელისუფლებას აქვს ახალი შეთითხნილი საქმე“

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ქუთაისში კოალიციის კიდევ ერთი აქტიური წევრის დაჭერა იგეგმება. სანიკიძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ახალი შეთითხნილი საქმე, კოალიციის აქტიური წევრის – ბაკურ ხურციძის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გუშინ დაიბარეს.
ქუთაისის მე–2 ციხეში პატიმრები ადმინისტრაციის დასჯას ითხოვენ
September 26, 2012

ქუთაისის მე–2 ციხეში პატიმრები ადმინისტრაციის დასჯას ითხოვენ

ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა პატიმრები მათ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
„ოცნების“ აქტივისტების პროცესზე მოსამართლემ „მეოცნებეები“ დარბაზიდან გააძევა
September 26, 2012

„ოცნების“ აქტივისტების პროცესზე მოსამართლემ „მეოცნებეები“ დარბაზიდან გააძევა

ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. სხდომა, რომელიც დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, პროკურორის შუამდგომლობით შეწყდა, რადგან ამ უკანასკნელმა მოწმეები ვერ წარმოადგინა.
ვის გამო დააკავეს „ქართული ოცნების“ სამტრედიის შტაბის უფროსი?
September 26, 2012

ვის გამო დააკავეს „ქართული ოცნების“ სამტრედიის შტაბის უფროსი?

ნანა ავალიშვილი, რომლისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო „ქართული ოცნების“ სამტრედიის შტაბის უფროსი დააკავეს, ტელეკომპანია „Itv“-ის ჟურნალისტია.
კახა კალაძე და გუბაზ სანიკიძე შსს–ს მიერ გავრცელებულ მასალებს სისულელეს უწოდებენ
September 26, 2012

კახა კალაძე და გუბაზ სანიკიძე შსს–ს მიერ გავრცელებულ მასალებს სისულელეს უწოდებენ

კოალიცია „ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი კახა კალაძე და კოალიციის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე შსს–ს მიერ დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს სისულელეს და ფაბრიკაციას უწოდებენ.
შსს “ქართული ოცნების” სამტრედიის შტაბის უფროსის დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
September 26, 2012

შსს “ქართული ოცნების” სამტრედიის შტაბის უფროსის დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

შსს "ქართული ოცნების" სამტრედიის შტაბის უფროსის ავთანდილ თევზაძის დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავთანდილ თევზაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
ამ წუთებში სამტრედიის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
September 26, 2012

ამ წუთებში სამტრედიის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ სამტრედიის, ხონისა და ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები კოალიციის სამტრედიის შტაბის უფროსის ავთო თევზაძის დაკავებას აპროტესტებენ.
ქუთაისის #2 ციხეში შესვლის მოთხოვნით აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმართავენ
September 26, 2012

ქუთაისის #2 ციხეში შესვლის მოთხოვნით აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმართავენ

საზოგადოებრივი მოძრაობა "შეაჩერე აქტის" წევრებმა, დღეს ქუთაისში რიგით მეშვიდე საპროტესტო აქცია კონსტიტუციური უსაფრთხოების შენობის წინ გამართეს. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლება დღევანდელ აქციაზე ხელი იმ მოთხოვნას მოაწერეს, რომლის მიხედვითაც, ისინი ქუთაისის #2 ციხეში შესვლის უფლებას ითხოვენ.
ქუთაისში საპროტესტო აქციები არ წყდება
September 25, 2012

ქუთაისში საპროტესტო აქციები არ წყდება

საზოგადოებრივმა მოძრაობამ "შეაჩერე აქტი“, მორიგი აქცია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს წინ გამართა. მედია წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, კვლავ პატიმართა უფლებების დაცვა და ქუთაისის ციხეში შესვლის უფლებაა.
“გადაეცი სიმართლე” [VIDEO]
September 25, 2012

“გადაეცი სიმართლე” [VIDEO]

"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ძალადობის ამსახველი ფოტო გალერეა მოაწყო. "ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 40–მდე სხვადასხვა ძალადობის ამსახველი ფოტოები პროექტის "გადაეცი სიმართლე" ფარგლებში გამოფინა.
ცესკოში სხდომის მიმდინარეობას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურნენ
September 24, 2012

ცესკოში სხდომის მიმდინარეობას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურნენ

ცესკოში მიმდინარე სხდომას, მედიისთვის შესაძლო აკრძალვების დაწესების თაობაზე, ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურნენ.
დისკუსია  „გარდაუვალ არჩევანზე“ “არა ძალადობის” ჭრილში
September 24, 2012

დისკუსია „გარდაუვალ არჩევანზე“ “არა ძალადობის” ჭრილში

“ოსვენციმის შემდეგ ლექსის წერა ბარბაროსობაა” – თეოდორ ადორნოს ეს ფრაზა გაიხსენეს დღეს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, სადაც izone–ის პროექტის „ღია ქალაქი“ ქუთაისში საჯარო შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.
„ქართული ოცნების“ წევრების ცემაში საკრებულოსა და გამგეობის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ
September 24, 2012

„ქართული ოცნების“ წევრების ცემაში საკრებულოსა და გამგეობის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ

წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა სცემეს – ამის შესახებ დღეს, წყალტუბოში, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„ქუთაისი დღეს არის უპატრონო, უხელისუფლებო ქალაქი“
September 24, 2012

„ქუთაისი დღეს არის უპატრონო, უხელისუფლებო ქალაქი“

ქუთაისის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებას დაიწყებდით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? თქვენი ხედვა ქუთაისის საპარლამენტო სტატუსთან დაკავშირებით? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც პასუხის გაცემა დღეს „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შოთა ინანეიშვილს მოუწია.
დაპირისპირება ქუთაისელ სტუდენტებს და “ნაციონალების” აქტივისტებს შორის
September 24, 2012

დაპირისპირება ქუთაისელ სტუდენტებს და “ნაციონალების” აქტივისტებს შორის

დღეს, 24 სექტემბერს, ქუთაისელი სტუდენტების აქცია წამების წინააღმდეგ, "ნაციონალების" აქტივისტებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პრობლემები, რომლებიც ქუთაისელებს ყველაზე მეტად აწუხებს
September 24, 2012

პრობლემები, რომლებიც ქუთაისელებს ყველაზე მეტად აწუხებს

„ჩემი ხმა პარლამენტში“ ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალმა ქალაქისათვის მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები გამოკვეთა.