გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


სახალხო დამცველი პატიმართა წამების ფაქტებზე საგანაგებო განცხადებას ავრცელებს
September 19, 2012

სახალხო დამცველი პატიმართა წამების ფაქტებზე საგანაგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დეტალურად გამოიძიონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები. სახალხო დამცველი შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნული ფაქტები გლდანის N8 დაწესებულებაში რეგულარულ ხასიათს ატარებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტებს ეთიკური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს
September 19, 2012

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტებს ეთიკური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწდებს როგორც ხელმომწერ, ასევე არაწევრ ჟურნალისტებს, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური სტანდარტები.
„ახლებმა“ საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერეს
September 19, 2012

„ახლებმა“ საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერეს

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ასევე, ყველა იმ თანამდებობის პირისა თუ რიგითი თანამშრომლის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებიც მსგავს ფაქტებში მონაწილეობდნენ,“ – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქუთაისში გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში.
ხათუნა კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე
September 19, 2012

ხათუნა კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა.
ქუთაისის #2 ციხესთან აქცია ხვალ, 14:00 საათზე განახლდება
September 19, 2012

ქუთაისის #2 ციხესთან აქცია ხვალ, 14:00 საათზე განახლდება

ხვალ, 19 სექტემბერს, 14 საათზე ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განახლდება აქცია სახელწოდებით „არ აწამო!“. ქუთაისის ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქციას გლდანის მე-8 საპყრობილეში წამებული პატიმრების მხარდასაჭერად გამართავენ.
ქუთაისის #2 ციხესთან პატიმრების წამება გააპროტესტეს
September 19, 2012

ქუთაისის #2 ციხესთან პატიმრების წამება გააპროტესტეს

„არ აწამო“ - ამ სლოგანით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გლდანის მე-8 საპყრობილეში წამებული პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. აქცია, სადაც 100–მდე ადამიანი იმყოფებოდა, ამ წუთებშიც გრძელდება.
ქუთაისელმა სტუდენტებმა ნაწამებ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს
September 19, 2012

ქუთაისელმა სტუდენტებმა ნაწამებ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს

„არ აწამო“ – ამ სლოგანით გლდანის მე–8 საპყრობილეში ნაწამებ პატიმრებს სოლიდარობა ქუთაისელმა სტუდენტებმაც გამოუცხადეს. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე მყოფი პირების განცხადებით, პატიმართა წამების ფაქტებში მონაწილე და ხელშემწყობი პირები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ. სტუდენტების პროტესტს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტთან დაწყებული პროტესტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, შადრევანთან დაასრულეს.
ქუთაისში აქციაზე სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ
September 19, 2012

ქუთაისში აქციაზე სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ

დღეს, ქუთაისის #2 ციხესთან ნაწამები პატიმრების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სასულიერო პირებიც გამოჩდნენ. ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა ალექსი ამბობს, რომ, "მარტო ამბიონიდან ქადაგება, როგორც აღმოჩნდა, არ არის საკმარისი".
აქცია ქუთაისის #2 ციხესთან ავტოკოლონების მსვლელობით დასრულდა
September 19, 2012

აქცია ქუთაისის #2 ციხესთან ავტოკოლონების მსვლელობით დასრულდა

„არ აწამო“ - ამ სლოგანით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გლდანის მე-8 საპყრობილეში წამებული პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. პატიმრების მხარდასაჭერი აქცია სოციალურ ქსელში, სპონტანურად დაიგეგმა. აქციას მოგვიანებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
„თავისუფალი საქართველო“ მერიას მოქალაქეების დაცვას სთხოვს
September 18, 2012

„თავისუფალი საქართველო“ მერიას მოქალაქეების დაცვას სთხოვს

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას აპროტესტებს. საუბარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე, რომელშიც განსაზღვრულია ის ადგილები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის გაკვრა შეუძლიათ.
საბიუჯეტო პროგრამით მიღებული „მეტი სარგებელი“
September 18, 2012

საბიუჯეტო პროგრამით მიღებული „მეტი სარგებელი“

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს „მედიკამენტების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე 55 ლარით მეტი გასცა, გასულ წელთან შედარებით.
სამსონ გუგავა: „პარლამენტი დასაქმების ადგილი არ არის“
September 18, 2012

სამსონ გუგავა: „პარლამენტი დასაქმების ადგილი არ არის“

„ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მინიჭება თბილისის, როგორც დედაქალაქის ფუნქციის დაკნინებას ითვალისწინებს,“ – ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სამსონ გუგავამ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას გააკეთა.
გიორგი ახვლედიანი: „ქართულ პოლიტიკაში ახალი წესის დამკვიდრებას ვცდილობთ“
September 18, 2012

გიორგი ახვლედიანი: „ქართულ პოლიტიკაში ახალი წესის დამკვიდრებას ვცდილობთ“

„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ ცდილობს ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდროს ახალი წესი, როდესაც საქმის კეთება ოპოზიციაში ყოფნის დროსაც შეიძლება,“ - განაცხადა ქდმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში გიორგი ახვლედიანმა.
„ქართული დასი“ არჩევნების შემდეგ აქციების გასამართად ნებართვას ითხოვს
September 18, 2012

„ქართული დასი“ არჩევნების შემდეგ აქციების გასამართად ნებართვას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „ჯონდი ბაღათურიას-ქართული დასი“ ქუთაისის მერიას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაგეგმილი აქციების გასამართად ნებართვას სთხოვს.
„იცოდე ვის და რისთვის ირჩევ“
September 17, 2012

„იცოდე ვის და რისთვის ირჩევ“

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საარჩევნო პროცესებში და მათი მუშაობის ეფექტურობა – ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში.
„ვარდების რევოლუცის“ მიღწევები ბუტაფორულია”
September 17, 2012

„ვარდების რევოლუცის“ მიღწევები ბუტაფორულია”

„ხელისუფლება არ აღიარებს მის მიერ დაშვებულ შეცდომებს. სახელისუფლებო სტრუქტურები დღეს ერთიმეორის მიყოლებით ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ ანკესსს," - განაცხადეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ქუთაისში, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგებთან დაკავშირებული მოხსენების პრეზენტაციაზე.
ახალი სასწავლო წელი „მომავლის კლასის“ ფონზე
September 17, 2012

ახალი სასწავლო წელი „მომავლის კლასის“ ფონზე

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ქუთაისი მიმდინარე წელს პირველად, „მომავლის კლასით“ შეხვდა. „მომავლის კლასი“ ქალაქის #41 საჯარო სკოლაში გაიხსნა.
ქუთაისის საარჩევნო კომისიებში პოლიტიკურმა პარტიებმა წევრები გამოცვალეს
September 17, 2012

ქუთაისის საარჩევნო კომისიებში პოლიტიკურმა პარტიებმა წევრები გამოცვალეს

ქუთაისის საუბნო საარჩევნო კომისიებში პოლიტიკურმა პარტიებმა წარმომადგენლობები შეცვალეს. ოპოზიციური პარტიების მსგავსად, კომისიის წევრები „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეცვალა. კომისიების შემადგენლობებში ცვლილება შეეხო როგორც კომისიების წევრებს, ისე მდივნებს.
პატრიარქი: “ბაგრატის ტაძარმა გაგვაერთიანა”
September 16, 2012

პატრიარქი: “ბაგრატის ტაძარმა გაგვაერთიანა”

„მინდა მოგილოცოთ უდიდესი დღესასწაული. ბაგრატის ტაძარმა გაგვაერთიანა," - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატის ტაძრის კურთხევის დასრულებისას.
September 16, 2012

პრეზიდენტმა ოპოზიციას ერთად დგომისკენ მოუწოდა

"ჩვენ შეიძლება განგვასხვავებდეს სხვადასხვა ხედვა, მათ შორის პოლიტიკის ეკონომიკის, მაგრამ იმედია არ განვსხვავდებით მთავარში, რომ საქართველო არ უნდა ჩავაბაროთ ჩვენს მტერს, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პირადი ამბიცია, მას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა," – განაცხადა საქართველოს პორეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს ბაგრატის ტაძრის კურთხევის დროს, სიტყვით გამოსვლისას.
ბაგრატის ტაძარში წირვა–ლოცვის მიმდინარეობას პრეზიდენტიც შეურთდება
September 16, 2012

ბაგრატის ტაძარში წირვა–ლოცვის მიმდინარეობას პრეზიდენტიც შეურთდება

ბაგრატის ტაძარში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მივიდა. ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს დილიდან აღავლენს. მრევლთან ერთად რეაბილიტირებულ ტაძარში შეკრებილნი არიან მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
ამ წუთებში ბაგრატის ტაძარში პატრიარქი საზეიმო წირვა–ლოცვას აღავლენს
September 16, 2012

ამ წუთებში ბაგრატის ტაძარში პატრიარქი საზეიმო წირვა–ლოცვას აღავლენს

ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა დღეს 9:00 საათიდან მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველო კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
ბაგრატის ტაძარში კურთხევისადმის მიძღვნილი ლოცვები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
September 15, 2012

ბაგრატის ტაძარში კურთხევისადმის მიძღვნილი ლოცვები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

ბაგრატი ტაძარში ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორე ტაძრის კურთხევისადმი მიძღვნილ ლოცვებს აღავლენს.