გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


„ნაციონალები“ ქუთაისის ყრილობისთვის აქტივს რაიონებიდან ავსებენ
September 8, 2012

„ნაციონალები“ ქუთაისის ყრილობისთვის აქტივს რაიონებიდან ავსებენ

„ნაციონალები“ ქუთაისის ყრილობისთვის აქტივს რაიონებიდან ავსებენ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ამ დროისთვის „ნაციონალების“ ყრილობაზე დასაწრებად აქტივისტების შეკრება მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსები ხელმძღვანელობენ. მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასული პარტიის საარჩევნო შტაბები, სადაც დროშებსა და მაისურებს არიგებენ.
“ნაციონალებისგან” – საჩუქრად წყალი
September 8, 2012

“ნაციონალებისგან” – საჩუქრად წყალი

ქუთაისში, 8 სექტემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე შეკრებილ აქტივისტებს, ყრილობის დასრულების შემდეგ პარტია მინერალური წყლით გაუმასპინძლდა.
„ნაციონალების“ ყრილობას არასამთავრობოები დააკვირდებიან
September 7, 2012

„ნაციონალების“ ყრილობას არასამთავრობოები დააკვირდებიან

8 სექტემბერს, ქუთაისში დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას საია და „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდებიან. "დაკვირვების მიზანია იმის დადგენა, რამდენად დაცული იქნება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები,“ – ამბობს საია–ს ქუითაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე.
„ნაციონალები“ ქუთაისური ყრილობისთვის ხალხს დაშინებით აგროვებენ
September 7, 2012

„ნაციონალები“ ქუთაისური ყრილობისთვის ხალხს დაშინებით აგროვებენ

ხვალ, 8 სექტემბერს, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება, რისთვისაც მმართველი გუნდი საგანგებოდ ემზადება, აქტივისტებისათვის წითელი მაისურების დარიგებისა თუ მათი ყრილობაზე მობილიზების კუთხით.
„გვითხრეს: ოცნებობთ, ხომ ბიჭებო, კარგად გაოცნებებთო“
September 7, 2012

„გვითხრეს: ოცნებობთ, ხომ ბიჭებო, კარგად გაოცნებებთო“

„ქართული ოცნების“ წყალტუბოელი აქტივისტის გიორგი ბაბუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ის სამართალდამცავებმა კიდევ ერთ აქტივისტთან, ბექა გიორხელიძესთან ერთად, 6 სექტემბერს, ქუთაისში, ბერა ივანიშვილის კონცეტრის დასრულების შემდეგ დააკავა.
„ქრისტიან-დემოკრატები“ სადაზღვევო პოლისების გაუმჯობესებას აუცილებლად თვლიან
September 7, 2012

„ქრისტიან-დემოკრატები“ სადაზღვევო პოლისების გაუმჯობესებას აუცილებლად თვლიან

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, პენსიონრებსა და დაინტერესებულ პირებს „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი ქუთაისში შეხვდა.
„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებას კულტურას უწუნებს
September 7, 2012

„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებას კულტურას უწუნებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობა ქუთაისში, პოლიტიკური სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო შეხვედრების მიზნით გამოყოფილი ამორტიზებული შენობების გამოცვლას ითხოვს.
დავა გემოვნებაზე პროვოცირების გარეშე
September 7, 2012

დავა გემოვნებაზე პროვოცირების გარეშე

თეატრალური პროდუქციის ხარისხს ქუთაისში ორი მაკონტროლებელი ყავს – პუბლიკა და სამხატვრო საბჭო. ყოველ შემთხვევაში ამ ორზე მიანიშნებენ ადგილობრივ თეატრებში.
„მეოცნებეთა“ საქმეზე პროკურატურას მტკიცებულებების შეგროვება გაუჭირდა
September 6, 2012

„მეოცნებეთა“ საქმეზე პროკურატურას მტკიცებულებების შეგროვება გაუჭირდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ აქტივისტების პროცესი კვლავ გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი, გასული სასამართლო სხდომების მსგავსად, ამჯერადაც პროკურორის შუამდგომლობა და მტკიცებულებების არასაკმარისი რაოდენობა გახდა.
ქუთაისში ხელისუფლებამ საარჩევნოდ დანაპირები ნაწილობრივ შეასრულა
September 6, 2012

ქუთაისში ხელისუფლებამ საარჩევნოდ დანაპირები ნაწილობრივ შეასრულა

ქუთაისის მერიამ ქალაქში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციები გასცა. წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე მცხოვრებმა დაზარალებულმა ოჯახებმა ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერ დაპირების მუხედავად, დახმარება მხოლოდ ახლა მიიღეს. თუმცა მოსახლეობისათვის კომპენსაციის სახით გაცემულ თანხას მიღებული ზარალი ბევრად აღემატება.
შხამქიმიკატების სიძვირის გამო სათბურებში პროდუქცია ფუჭდება
September 5, 2012

შხამქიმიკატების სიძვირის გამო სათბურებში პროდუქცია ფუჭდება

ქუთაისში, ვაკისუბნის სასათბურე მეურნეობაში შხამქიმიკატების სიძვირის გამო პროდუქცია ფუჭდება. 2000 მეტრ ფართობზე განთავსებული სათბურის პროდუქციის რეალიზებას მოსახლეობა ვერ ახერხებს.
ქუთაისის მერია სტიქიით დაზარალებულებს ატყუებდა
September 5, 2012

ქუთაისის მერია სტიქიით დაზარალებულებს ატყუებდა

მიმდინარე წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რეგიონის დასახმარებლად ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა. თუმცა ქუთაისში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დაპირებული კომპენსაციების დაგვიანებას ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის სტიქიით ხსნიდა.
ქუთაისში „ნაციონალების“ კოორდინატორები დევნილებს ბინიდან გასახლებით ემუქრებიან?!
September 4, 2012

ქუთაისში „ნაციონალების“ კოორდინატორები დევნილებს ბინიდან გასახლებით ემუქრებიან?!

ქუთაისში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები სასტუმრო ,,თბილისში“ ჩასახლებულ დევნილებს ხმის მიცემას აიძულებენ და სპეციალურ საბუთზე ხელის მოწერას სთხოვენ. ამის შესახებ სასტუმროში ჩასახლებული დევნილები საუბრობენ. მათი განცხადებითა, ამავე დასახლებაში მცხოვრებმა ,,ნაციონალების“ კოორდინატორებმა, ნანული ჩაჩხალიამ და მედიკო ფოჩხუამ მუქარით დევნილების დაშინება სცადეს.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია პროკურატურის დასკვნას ელოდება
September 4, 2012

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია პროკურატურის დასკვნას ელოდება

ქუთაისში, სულხან–საბას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არარსებულ საცხოვრებელ კორპუსებში ჩაწერილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი საქართველო“ პროკურატურას მიმართავს.
თეატრალური პრემიერა – აქცენტით სიყვარულზე
September 4, 2012

თეატრალური პრემიერა – აქცენტით სიყვარულზე

დღეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება. კლოდ მანიეს პიესის, „ბლეზი“, დადგმას დიპლომანტი რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი განახორციელებს. „ბლეზი“ თბილისელი რეჟისორისა და მესხიშვილის თეატრის დასის პირველი ერთობლივი ნამუშევარია.
გიორგი ახვლედიანი: ,,ქვეყანაში არ არსებობს მრავალშვილიანობის პოლიტიკა“
September 4, 2012

გიორგი ახვლედიანი: ,,ქვეყანაში არ არსებობს მრავალშვილიანობის პოლიტიკა“

ქუთაისში მცხოვრები ჯამაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ჯამაძეების ექვსსულიანი ოჯახი წლებია „პასილოკის“ დასახლებაში, 37 კვადრატულ მეტრ ფართში ცხოვრობს. მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც ოთხი მცირეწლოვანია, სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთჯერად დახმარებას იღებს.
ქუთაისში საარჩევნო კანონდარღვევა ამ დროისთვის არ ფიქსირდება
September 4, 2012

ქუთაისში საარჩევნო კანონდარღვევა ამ დროისთვის არ ფიქსირდება

წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში ამ ეტაპზე საჩივრები არ შესულა. კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი საჩივრების არარსებობას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა.
ღვარსადენების პრობლემა გადავადებით
September 4, 2012

ღვარსადენების პრობლემა გადავადებით

ქუთაისის მერია მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის ნაწილში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების პირობას იძლევა. როგორც მერიაში განმარტავენ, ქალაქის ქუჩების ნაწილზე დაწყებული სამუშაოები 2012 წლის ბოლომდე დასრულდება.
,,ქრისტიან-დემოკრატებს“ იმერეთის სამ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება
September 3, 2012

,,ქრისტიან-დემოკრატებს“ იმერეთის სამ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება

იმერეთის რვა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს დღეს ,,ქრისტიან დემოკრატებმა“ წყალტუბოს კულტურის ცენტრში. კანდიდატები ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ახვლედინმა წარადგინა. ,,ქრისტიან - დემოკრატებს“ კანდიდატები არ ეყოლებათ იმერეთის სამ რაიონში - საჩხერეში, ვანსა და ბაღდათში.
ქუთაისში საბჭოთა გადმონაშთებს უკვალოდ არ აქრობენ
September 3, 2012

ქუთაისში საბჭოთა გადმონაშთებს უკვალოდ არ აქრობენ

ქუთაისში, ნინოშვილის სკვერში საბჭოთა მემორიალურ ძეგლს, მემორიალური დაფა ჩაანაცვლებს. საუბარია, ნინოშვილის ბაღში მდებარე სამამულო ომის მემორიალურ ძეგლზე, რომლის დემონტაჯი ქუთაისის მერიამ დღეს დაასრულა. უკვე ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული მემორიალური ძეგლის ადგილას ომში დაღუპულთა მემორიალური დაფა გაიხსნება.
„ნაციონალებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში საჯაროდ მხოლოდ ბანერებზე წარადგინეს
September 3, 2012

„ნაციონალებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში საჯაროდ მხოლოდ ბანერებზე წარადგინეს

„ნაციონალების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე, რომელმაც საარჩევნო მარათონი დაახლოებით ორი კვირის წინ გახსნა, მმართველ გუნდს საჯაროდ ამ დრომდე არ წარუდგენია. სამაგიეროდ, „ნაციონალების“ პარტიულ სიაში ქუთაისის ყოფილ მერს მეხუთე ადგილი უჭირავს. ხოლო მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ის ცესკოში დაარეგისტრირა, ყოველგვარი აფიშირების გარეშე.
ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომები არჩევნებამდე აღარ ჩატარდება
September 3, 2012

ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომები არჩევნებამდე აღარ ჩატარდება

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა აღარ გაიმართება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომების არჩატარების მიზეზად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა სახელდება.
სკვერის კეთილმოწყობას შეწირული ძეგლის შესახებ მერიაში არაფერი იციან
September 3, 2012

სკვერის კეთილმოწყობას შეწირული ძეგლის შესახებ მერიაში არაფერი იციან

ქუთაისში ამდრომდე მიმდინარეობს ნონოშვილის სკვერში მდებარე საბჭოთა მემორიალური ძეგლის დემონტაჟი. საბჭოური ძეგლის ნგერვა გუშინ შუადღიდან დაიწყო, რომელსაც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორცილებს. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვისი სახელობის არის ძეგლი, რომლის დემონტაჟი სკვერის კეთილმოსაწყობად გადაწყვიტეს.
„ახლები“ ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ
September 3, 2012

„ახლები“ ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის გაზრდის ინიციატივით გამოდის „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე. მისი განცხადებით, საშემოსავლო და მოგების გადასახადის 50% ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა დარჩეს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თვითმმართველობის ბიუჯეტს.