September 15, 2012
ბაქრაძე: „ქუთაისის საპარლამენტო სტატუსი არ ნიშნავს 200 კაცის დასაქმებას“
15 სექტემბერს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილ მხარდამჭერებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქუთაისის ფუნქციაზე ისაუბრა. ბაქრაძის თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ქუთაისს სამრწველო ქალაქის სტატუსი ჰქონდა, თუმცა 90-იანი წლების შემდეგ ქალაქი აღნიშნული სტატუსის გარეშე დარჩა.