გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


„ნაციონალები“ ქუთაისში აქტივისტთა „პატივისცემად“ ფულს არიგებენ?!
August 27, 2012

„ნაციონალები“ ქუთაისში აქტივისტთა „პატივისცემად“ ფულს არიგებენ?!

ქუთაისში არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მათი კოორდინატორებისათვის ხელფასების უკანონოდ გაცემასა და ასევე, ფულადი რესურსის საშუალებით მხარდამჭერთა ახალი ნაკადის მოზიდვის მცდელობაზე საუბრობენ.
პარლამენტთან დაშავებული მუშის სანახავად ჟურნალისტებს არ უშვებენ
August 25, 2012

პარლამენტთან დაშავებული მუშის სანახავად ჟურნალისტებს არ უშვებენ

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობაზე დაშავებული მუშა ლევან სილაგავა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ის მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავად პაციენტის ნახვის უფლებას კი ჟურნალისტებს არ ძლევენ.
“თავისუფალი საქართველოს” კანდიდატები იმერეთში აქტიური პოლიტიკური წარსულით არ გამოირჩევიან
August 25, 2012

“თავისუფალი საქართველოს” კანდიდატები იმერეთში აქტიური პოლიტიკური წარსულით არ გამოირჩევიან

პარტია ,,თავისუფალმა საქართველომ“ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერმა ქუთაისის ორგანიზაციში ექვსი რაიონის კანდიდატი დაასახელა, რომელთა უმრავლესობა აქტიური პოლიტიკური წარსულით არ გამოირჩევა.
ვანში სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო ქუჩები იტბორება
August 25, 2012

ვანში სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო ქუჩები იტბორება

ვანის რაიონის მოსახლეობას წლებია გაუმართავი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აწუხებს, რის გამოც ყოველი წვიმის დროს ქუჩები და სახლების პირველი სართულები იტბორება.
ქუთაისში „ხუთოსანი“ მძღოლები გამოჩნდნენ
August 25, 2012

ქუთაისში „ხუთოსანი“ მძღოლები გამოჩნდნენ

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებით გადადგილდებიან. წითელ და თეთრ მაისურებიანი მძღოლები #4ა, # 100,#38 და # 34 საქალაქო მიკროსაავტობუსო ხაზებზე შეიმჩნევიან. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლებს მაისურების ჩაცმას მერიიდან აიძულებენ, თუმცა თავად ეს უკანასკნლები აცხადებენ, რომ მაისურები საკუთარი სურვილით შეიძინეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშის დაღუპვას არ ადასტურებენ
August 25, 2012

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშის დაღუპვას არ ადასტურებენ

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშის დაღუპვის ფაქტს უარყოფენ. პარლამენტის მშენებლობაზე დაშავების შედეგად გარდაცვალების ფაქტს უარყოფენ ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებშიც.
„ახლები“ ბიზნესისთვის მიტოვებული შენობების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქუთაისშიც ითხოვენ
August 25, 2012

„ახლები“ ბიზნესისთვის მიტოვებული შენობების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქუთაისშიც ითხოვენ

"ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე დღევანდელი ბრიფინგით პარტიის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სახელმწიფომ მიტოვებული შენობები მცირე და საშუალო ბიზნესს ადამიანების დასაქმების პირობით უნდა გადასცეს, სიმბოლურ ფასად.
პარლამენტის დამხმარე შენობის მშენებლობას კიდევ ერთი მუშა ემსხვერპლა
August 24, 2012

პარლამენტის დამხმარე შენობის მშენებლობას კიდევ ერთი მუშა ემსხვერპლა

23 წლის ლევან სილაგავა დაიღუპა დღეს, 24 აგვისტოს ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე – ამ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ჭიათურაში „ნაციონალები“ მოსახლეობის ერთგულებას ფულით ყიდულობენ?
August 24, 2012

ჭიათურაში „ნაციონალები“ მოსახლეობის ერთგულებას ფულით ყიდულობენ?

ჭიათურის რაიონში საჯარო სკოლების მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის მაისურებს, კეპებსა და 150 ლარს ურიგებს, – აღნიშნულის შესახებ newpress-ს კოალიცია „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ წერეთელმა განუცხადა.
ქუთაისის მერობისთვის საკრებულოს დეპუტატს ამზადებენ
August 24, 2012

ქუთაისის მერობისთვის საკრებულოს დეპუტატს ამზადებენ

ქუთაისის მერის ვაკანტური პოსტისათვის ადგილობრივ თვითმმართველობაში კანდიდატების შერჩევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მერად ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დავით გოგისვანიძე მოიაზრება. გოგისვანიძის აქტიურობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული თვალშისაცემი გახდა ქუთაისში, მედიის მიმართ ზეწოლასა და „ნაციონალების“ ფარულ შეხვედრებთან მიმართებაში.
“დევნილთა პატარა ქალაქის” დიდი პრობლემები
August 24, 2012

“დევნილთა პატარა ქალაქის” დიდი პრობლემები

კოპიტნარში, კომპაქტურად დასახლებული დევნილები რთული საცხოვრებელი პირობების გამო დახმარებასა და ყურადღებას ითხოვენ. თუმცა წლებია მოთხოვნა რეაგირების გარეშე რჩება.
გიორგი თევდორაძე: “პრობლემებზე 1 ოქტომბრის შემდეგ ვილაპარაკოთ”
August 24, 2012

გიორგი თევდორაძე: “პრობლემებზე 1 ოქტომბრის შემდეგ ვილაპარაკოთ”

"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ წარდუდგენია. თუმცა, სავარაუდო კანდიდატი გიორგი თევდორაძე წინასაარჩევნო კამპანიას უკვე ახორციელებს. ქუთაისის ყოფილი მერი ქალაქის მოსახლეობას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხვდება და მათ დაპირებებს აძლევს.
„ჰერკულესი“ კვამლში გახვეულ მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვებას აიძულებს
August 23, 2012

„ჰერკულესი“ კვამლში გახვეულ მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვებას აიძულებს

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა კვამლშია გახვეული. მოსახლეობის განცხადებით, ქარხანა „ჰერკულესში“, რომელიც ჯართის გადამუშავებითაა დაკავებული, მეტალის დნობისას მავნე აირებს გამოჰყოფს. გამწმენდი ფილტრების არარსებობის გამო კი მოსახლეობა ზარალდება.
ქუთაისის მერიამ ავტობუსების მძღოლებს სამტრედიაში ხალხის გადაყვანა მოსთხოვა(?!)
August 23, 2012

ქუთაისის მერიამ ავტობუსების მძღოლებს სამტრედიაში ხალხის გადაყვანა მოსთხოვა(?!)

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტზე მომუშავე ავტობუსებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისის მერიის დავალებით სამტრედიაში ხალხის გადაყვანა დაევალათ. საგანგებო დავალებები ქალაქის მერიისგან, არსებული ინფორმაციით, #1 (წრიულ) საქალაქო საავტობუსო ხაზზე მომუშავე ავტობუსების მძღოლებმა მიიღეს.
ღვარსადენების რეაბილიტაციამ ელექტროსისტემა დააზიანა
August 23, 2012

ღვარსადენების რეაბილიტაციამ ელექტროსისტემა დააზიანა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს დაახლოებით ორი კვირაა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. მოსახლეობის განმარტებით, შუქი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ითიშება.
ქუთაისში ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის საავადმყოფოს ყოველდღიურად აკითხავენ
August 23, 2012

ქუთაისში ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის საავადმყოფოს ყოველდღიურად აკითხავენ

იმერეთის სამხარეო კლინიკურ სავადმყოფოს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების მიზნით, მიმდინარე წელს 2 000–მდე ადამიანმა მიაკითხა. დაწესებულებას ყოველდღიურად, ქუთაისსა და იმერეთის სხვადასხვა რაიონში მაცხოვრებელი დაახლოებით 20–მდე ადამიანის მიღება უწევს, რომლებიც ვაქცინის ჩატარებას ითხოვენ.
ქუთაისის ყოფილი ციხე – პრობლემური და საიდუმლოებით მოცული ტერიტორია
August 23, 2012

ქუთაისის ყოფილი ციხე – პრობლემური და საიდუმლოებით მოცული ტერიტორია

ქუთაისში, გ.ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ციხის ყოფილი შენობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, მიტოვებული ყოფილი საპყრობილის შენობა დასახლებაში სხადასხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების საშიშროებას ქმნის.
ქუთაისელი “ლეიბორისტები” მოსახლეობის წყლის გადასახადისაგან გათავისუფლებას ითხოვენ
August 21, 2012

ქუთაისელი “ლეიბორისტები” მოსახლეობის წყლის გადასახადისაგან გათავისუფლებას ითხოვენ

“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციამ დღეს, ქუთაისში, სემეკის წინ აქცია გამართა. მშრომელები ივლისისა და აგვისტოს თვეების წყლის გადასახადისგან მოსახლეობის გათავისუფლებას ითხოვენ.
რატომ გადაიდო „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი?
August 21, 2012

რატომ გადაიდო „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი?

ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების – მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას პროცესი დღეს, უკვე მეორედ პროკურორის შუამდგომლობით გადაიდო.
გიორგი ახვლედიანი: “10 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის ოცნების ასრულებაზე”
August 21, 2012

გიორგი ახვლედიანი: “10 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის ოცნების ასრულებაზე”

„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ახვლდიანი, ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა. მათი პრობლემები მოისმინა და პარტიის სლოგანი "სამართლიანი ტარიფები ხალხს" გააცნო.
ომარ ნიშნიანიძე: “არ გამოვრიცხავ, ვიღაცებმა განგებ ჩამომაშორეს”
August 21, 2012

ომარ ნიშნიანიძე: “არ გამოვრიცხავ, ვიღაცებმა განგებ ჩამომაშორეს”

„ქართული ოცნების“ მაჟორიტართა სიაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, კოალიციის თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატმა ომარ ნიშნიანიძემ პარტიულ სიაში გადაინაცვლა. მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი პარტიულ სიაში ყოფნას უფრო მოსახერხებლად თვლის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ გარკვეულმა პირებმა განგებ ჩამოიშორეს.
ადვოკატები “ქართული ოცნების” წევრის ბედს წინასწარ გადაწყვეტილად თვლიან
August 21, 2012

ადვოკატები “ქართული ოცნების” წევრის ბედს წინასწარ გადაწყვეტილად თვლიან

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩაჩიბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად პავლე კუბლაშვილი დასახელდა
August 17, 2012

ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად პავლე კუბლაშვილი დასახელდა

ტყიბულის რაიონის სოფელ დაბაძველში,პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რაიონს,"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი, პავლე კუბლაშვილი წარუდგინა.
არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები საინფორმაციო პორტალზე განთავსდება
August 17, 2012

არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები საინფორმაციო პორტალზე განთავსდება

საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდება, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების აღრიცხვა– ეს იმ პორტალის მიზნებია, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.