გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


საარჩევნო ადმინისტრაცია ქუთაისში  მუშაობას მიმდინარე თვის ბოლოდან შეუდგება
August 17, 2012

საარჩევნო ადმინისტრაცია ქუთაისში მუშაობას მიმდინარე თვის ბოლოდან შეუდგება

ქუთაისში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი ბოლო ეტაპს გადის. ამ დროისათვის უკვე განსაზღვრულია საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.
“ნაციონალური” კოორდინაცია ბაგრატის ტაძარზე (VIDEO)
August 17, 2012

“ნაციონალური” კოორდინაცია ბაგრატის ტაძარზე (VIDEO)

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონიაზე დასასწრებად ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების სათანადო მობილიზება უზრუნველყო.
“ათასობით მეწარმე უკანონოდ დააჯარიმეს 100 ლარით”
August 15, 2012

“ათასობით მეწარმე უკანონოდ დააჯარიმეს 100 ლარით”

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაში მცირე და საშუალო მეწარმეების დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებენ. პარტიის ლიდერის, გოგი წულაიას განცხადებით, 31 ივლისს შემოსავლების სამსახურმა უკანონოდ, 100 ლარით დააჯარიმა ათასობით ბიზნესის წარმომადგენელი.
,,მანსარდების მოწყობის პროექტი მთავრობას ერთი ლარი დაუჯდება“
August 15, 2012

,,მანსარდების მოწყობის პროექტი მთავრობას ერთი ლარი დაუჯდება“

ქუთაისში მანსარდების მოწყობის თემაზე ,,ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა მღვდელაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მოსახლეობას პროექტების დამტკიცებაზე, რომელიც 1000 ლარი უჯდებათ, ადგილობრივ თვითმმართველობაში გაურკვეველი მიზეზით უარს ეუბნებიან.
„ზედმეტი აქტიურობისთვის“ დაკავებული „ოცნების“ აქტივისტი უკვე გაათავისუფლეს
August 15, 2012

„ზედმეტი აქტიურობისთვის“ დაკავებული „ოცნების“ აქტივისტი უკვე გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტი ზაზა ადეიშვილი, რომელიც ძალოვნებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდათ, რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. როგორც დაკითხვიდან გამოსული ადეიშვილ ამბობს, პოლიციელებმა მას ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს.
August 15, 2012

ქუთაისში “ქართული ოცნების” წევრი ქუჩაში დააკავეს

ამ წუთებში, ქუთაისის #2 პოლიციის განყოფილებაში „ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის წევრს ზაზა ადეიშვის კითხავენ. ადეიშვილი ძალოვნებმა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე დააკავეს წერეთლის ქუჩაზე.
ქუთაისში ამომრჩევლებს ქალაქის მერის მხადაჭერისკენ მოუწოდებენ
August 14, 2012

ქუთაისში ამომრჩევლებს ქალაქის მერის მხადაჭერისკენ მოუწოდებენ

ქუთაისში ამომრჩევლებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქალაქის მერის – გიორგი თევდორაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქვოტით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიზარება. ამის შესახებ თავად ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს.
„ნიკეას ნაგავსაყრელი ქუთაისის ეკოლოგიური კატასტროფის ეპიცენტრია“
August 14, 2012

„ნიკეას ნაგავსაყრელი ქუთაისის ეკოლოგიური კატასტროფის ეპიცენტრია“

ქუთაისში მდებარე ნიკეას ნაგავსაყრელთან „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემას ნაგავსაყრელზე არსებული ეკოლოგიური ვითარება და ის საფრთხე წარმოადგენდა, რომელსაც ესა უკანასკნელი ქალაქსა და მის მახლობლად მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს უქმნის.
წყალტუბოში ,,ქართული ოცნება“ საოლქო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს
August 14, 2012

წყალტუბოში ,,ქართული ოცნება“ საოლქო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, კომისიამ საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის დროს კოალიციის წევრები შეხვედრაზე არ მიიწვია და გადაწყვეტილება მათ გარეშე მიიღო.
ქუთაისში “სმარტ კაფე” გაიხსნა
August 14, 2012

ქუთაისში “სმარტ კაფე” გაიხსნა

ქუთაისში, ფიტნეს ცენტრ „ლაგუნაზე“ „ვისოლ ჯგუფმა“ თანამედროვე ტიპის „სმარტ კაფე“ გახსნა. ქართულ–ევროპული ტიპის კაფეტერია ქალაქის მოსახლეობას საშუალებას აძლევს „სმარტის“ უგემრიელესი კულინარიული კერძები სასიამოვნო გარემოში დააგემოვნონ.
August 14, 2012

იმერეთში თხევადი გაზის დეფიციტია

იმერეთის რეგიონში დაახლოებით ერთი თვეა თხევადი გაზის დეფიციტია. ის სადგურები, რომლებიც თხევადი გაზის რეალიზაციას ახორციელებენ, ამ ეტაპზე გაჩერებულნი არიან.
NDI–ს დახურული შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ ქუთაისში
August 13, 2012

NDI–ს დახურული შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ ქუთაისში

NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი მონიკა ლე როი დღეს, „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. როგორც კოალიციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საუბრის თემას წინასაარჩევნო პროცესები და ამ პროცესში არსებული დარღვევები წარმოადგენდა.
დამისამართების პრობლემა გადამისამართებით და უყურადღებოდ დარჩენილი ქუთაისლები [Video]
August 13, 2012

დამისამართების პრობლემა გადამისამართებით და უყურადღებოდ დარჩენილი ქუთაისლები [Video]

ქუთაისში, ზაზა მალანიას ქუჩის მაცხოვრებელები დამისამართების საკითხის მოწესრიგებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მოუგვარებელი პრობლემის გამო, კომუნალური გადასახადები სხვადასხვა მისამართზე მისდით.
პაატა ზაქარეიშვილი: ,,წყალტუბოში ხალხი სიღარიბეზე ოცნებობს“
August 13, 2012

პაატა ზაქარეიშვილი: ,,წყალტუბოში ხალხი სიღარიბეზე ოცნებობს“

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა რაიონის მოსახლეობასთან ერთი კვირის მანძილზე გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა. ზაქარეიშვილის შეფასებით, წყალტუბოს რაიონში საშინელი სიდუხჭირეა.
ქუთაისის პარლამენტთან ბინების საიჯარო თანხამ 5–ჯერ მოიმატა
August 13, 2012

ქუთაისის პარლამენტთან ბინების საიჯარო თანხამ 5–ჯერ მოიმატა

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გასაიჯარებელი ბინები არ არსებობს. ის საცხოვრებლები, რომლებიც თავისუფალი იყო, საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა დაიკავეს.
August 11, 2012

“ჰერკულესის” ქარხანაში მუშა 3 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა

ქუთასისში, შპს „ევრაზიანსთილსის“ კუთვნილ ქარხანა „ჰერკულესში“ დღეს, მუშაობის პროცესში ერთი მუშა დაშვდა. როგორც ქარხანის მუშები აცხადებენ, ინდოელი მუშა 3მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა. „მიწიდან 3 მეტრის დაშორებით ღუმელები დგას, სადაც ადამიანები მუშაობენ. დღეს ერთ-ერთი ინდოელი მუშა გადმოვარდა. პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებოდნენ. აქ ისეთი სამუშაოა, ადამიანების დაშვების ფაქტი ხშირია. დაშავებულები ძირითადად იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, თუმცა ეს მუშა სად წაიყვანეს არ ვიცით,“ - ამბობენ ქარხანაში დასაქმებულები.
ქუთაისში ორი მამაკაცი გარდაიცვალა ჯართის მოპოვებისას
August 11, 2012

ქუთაისში ორი მამაკაცი გარდაიცვალა ჯართის მოპოვებისას

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სადაო ტერიტორიაზე ჯართის მოპოვებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა. იმედა გაბრიჩიძე და დავით ძნელაძე ბეტონის ღობეს შლიდნენ, როდესაც კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში მოჰყვნენ.ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
გუბაზ სანიკიძე: ,,გვაქვს ეჭვი, რომ ,,ელიტა ბურჯი“ სააკაშვილმა შეისყიდა“
August 10, 2012

გუბაზ სანიკიძე: ,,გვაქვს ეჭვი, რომ ,,ელიტა ბურჯი“ სააკაშვილმა შეისყიდა“

,,გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ შპს „ელიტა ბურჯი“ მიხეილ სააკაშვილმა იყიდა“ – ეს განცხადება კოალიციის ერთ –ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
,,სასმელი წყალი იმდენად ბინძურია, რომ ვყინავთ, ვადნობთ და ისე ვსვამთ“
August 10, 2012

,,სასმელი წყალი იმდენად ბინძურია, რომ ვყინავთ, ვადნობთ და ისე ვსვამთ“

ქუთაისში, გორას დასახლებაში მცხოვრებთა თქმით, წლებია მოუწესრიგებელი კანალიზაციისა და სანიაღვრე სისიტემის პრობლემა აწუხებთ. მოუგვარებელია უბნის დასუფთავების საკითხიც. დაბინძურებული სასმელი წყლის გამო კი, მოსახლეობა იწამლება.
სტიქიასთან უძლური ხელისუფლება და დაპირებების იმედად დარჩენილი  დაზარალებულები [Video]
August 10, 2012

სტიქიასთან უძლური ხელისუფლება და დაპირებების იმედად დარჩენილი დაზარალებულები [Video]

დანგრევის პირას მისული დატბორილი სახლები და ავანსად გაცემული დახმარების დაპირება– ასეთია ის შედეგი, რომელიც 9 აგვისტოს, ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქს მოუტანა. გაუმართავი სანიაღვრე სისტემის მიზეზით, დაახლოებით 2–საათიანმა კოკისპირულმა წვიმამ ქალაქის ქუჩების დატბორვა და ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე მაცხოვრებელთა სახლებში წყალი ამ დრომდე რჩება. 10 აგვისტოს ქალაქის ხელმძღვანელობამ დატბორილი ადგილები დაათვალიერა და ზარალის დათვლის შემდეგ, მისი ანაზღაურების პირობაც გასცა. დაპირების მიუხედავად, რა ეშველება დანგრევის პირას მისულ საცხოვრებელ სახლებს, ქალაქის მერს პაუხი არ აქვს. „არ ვიცი ამ კედლებს რა ეშველება, მაგრამ ისე ვაკეთებთ, წყალი არ დაგიდგებათ,“ – უპასუხა გიორგი თევდორაძემ დაზარალებული მოქალაქის კითხვას.
დატბორილი ქუთაისი [photo]
August 9, 2012

დატბორილი ქუთაისი [photo]

ქუთაისში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. წვიმა დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო. ორი საათის განმავლობაში, უწყვეტმა წვიმამ ქალაქის ტერიტორიები, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები წყლით დაფარა. დატბორილია წერეთლის, რუსთაველის, ფოთის ქუჩები.
ქუთაისის ქუჩები დაიტბორა
August 9, 2012

ქუთაისის ქუჩები დაიტბორა

ამ წუთებში ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დატბორილია. განსაკუთრებული მძიმე მდგომარეობაა რუსთაველის, წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე, ასევე, ავტოქარხნის დასახლებაში და ჭავჭავაძის გამზირზე. წყლის დონის მომატების გამო, ცენტრალურ ქუჩებში ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა. გადაკეტილია წერეთლისა და ფოთის ქუჩებთან არსებული გზა. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გზის გადაკეტვის გამო, შეფერხებით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი. ძლიერი წვიმის გამო, ქუჩებზე არსებული წყალი მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა.
August 9, 2012

„მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებით ვცდილობთ არსებული რეალობის შეცვლას“

„ახალი მემარჯვენეები“ ლიდერმა დავით გამყერელიძემ დღეს ამბროლაურის, ლენტეხისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის ქუთაისის ოფისში წარადგინა.