გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


საზოგადოება მარგალიტების ძიებაში
August 9, 2012

საზოგადოება მარგალიტების ძიებაში

„თეატრალური იმერეთი – 2012“ და „არტ–თვე“ – ეს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალია, რომლითაც ქუთაისი ბოლო პერიოდში ფესტივალების სიმრავლით გამოირჩა და „გამაგრდა“.
მიტოვებული სამუშაოების გამო, წყლის მილიდან „ფანტანმა“ ამოხეთქა
August 8, 2012

მიტოვებული სამუშაოების გამო, წყლის მილიდან „ფანტანმა“ ამოხეთქა

ქუთაისში, ზვიად გასახურდიას ქუჩაზე ამ წუთებში მიტოვებული სამუშაოების გამო, წყლის მილიდან „ფანტანმა“ ამოხეთქა. ადგილობრივი მაცხოვრებელების განმარტებით, გამსახურდიას ქუჩაზე წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. თუმცა, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისათვის მიტოვებული აღმოჩნდა.
გუბაზ სანიკიძის სხვა კანდიდატურით ჩანაცვლების თაობაზე ინფორმაცია არ დასტურდება
August 8, 2012

გუბაზ სანიკიძის სხვა კანდიდატურით ჩანაცვლების თაობაზე ინფორმაცია არ დასტურდება

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს სხვა კანდიდატურით ცვლის, არ დასტურდება. ინფორმაციას სანიკიძის შეცვლის შესახებ ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. "ქარული ოცნების" ქუთაისის შტაბში აცხადებენ , რომ ინფორმაცია მაჟორიტარი კანდიდატურის შეცვლის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
ქუთაისში “სათამაშო ქალაქები” მოეწყობა
August 8, 2012

ქუთაისში “სათამაშო ქალაქები” მოეწყობა

ქუთაისში „სათამაშო ქალაქების“ მოწყობა იგეგმება. საბავშვო ატრაქციონებით აშენებული „სათამაშო ქალაქები“ ქუთაისის ორ სკვერში უნდა განთავსდეს. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, "სათამაშო ქალაქების" მოსაწყობად ნინოშვილის ბაღი და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში შეირჩა.
პაატა ზაქარეიშვილი: ,,7 აგვისტო არის ბლეფი“
August 8, 2012

პაატა ზაქარეიშვილი: ,,7 აგვისტო არის ბლეფი“

„7 აგვისტო შეიძლებოდა დამდგარიყო ნებისმიერ დროს 3 ივლისიდან მოყოლებული, როცა დიმიტრი სანაკოევის კორტეჟზე მოხდა თავდასხმა. 7 აგვისტო არის ბლეფი და ერთ–ერთი ეპიზოდი ამ ომის“ – ასე აფასებს ოთხი წლის შემდეგ, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს.
აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ქუთაისში პატივი მიაგეს
August 8, 2012

აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ქუთაისში პატივი მიაგეს

აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირებს ქუთაისში პატივი მიაგეს და მემორიალი „დედის ცრემლები“ ყვავილებით შეამკეს. დაღუპული გმირების სულის უკვდავსაყოფად ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ პარაკლისი აღავლინა.
საქართველოს არტ-ფესტივალი ქუთაისში
August 7, 2012

საქართველოს არტ-ფესტივალი ქუთაისში

7 აგვისტოს საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის ქუთაისის ორგანიზაციაში „საქართველოს ხელოვნების ფესტივალი“ გაიმართა. ორგანიზატორთა ინფორმაციით ფესტივალი, და ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი გამოფენა, მთელ საქართველოს მოივლის და ყველა რეგიონში გამოიფინება.
ჭიათურაში „ნაციონალები“ მოსახლეობას საკვებსა და სამშენებლო მასალებს ურიგებენ
August 7, 2012

ჭიათურაში „ნაციონალები“ მოსახლეობას საკვებსა და სამშენებლო მასალებს ურიგებენ

ჭიათურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაიონის მოსახლეობისათვის სურსათისა და სამშენებლო მასალის დარიგება დაიწყო. ოფიციალურად, დახმარება მიწისძვრით დაზარალებულებისათვის არის განკუთვნილი.
,,საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის რა მოხდა რეალურად აგვისტოში“
August 7, 2012

,,საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის რა მოხდა რეალურად აგვისტოში“

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა აგვისტოს ომის თემაზე პარტიის აქტივთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, აუცილებელია აქტივისტებმა იცოდნენ ,,ქართული ოცნების“ პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად, რათა შეძლონ ოპონენტებთან გამკლავება.
,,ქართულმა ოცნებამ“ წყალტუბოში შტაბის უფროსი შეცვალა?!
August 7, 2012

,,ქართულმა ოცნებამ“ წყალტუბოში შტაბის უფროსი შეცვალა?!

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის შტაბის უფროსად ,,რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე დაინიშნა. ამ დრომდე, კოალიციის შტაბის მმართველად ჯეირან ლიპარტელიანი მოიაზრებოდა, რომლის ოფიციალურად წარდგენა წყალტუბოს ორგანიზაციის გახსნის დღეს მოხდა.
იმერეთში საარჩევნო პროცესების მონიტორინგი იწყება
August 7, 2012

იმერეთში საარჩევნო პროცესების მონიტორინგი იწყება

წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მოსახლეობის პრობლემების გამოკვეთა, საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების მონიტორინგი – ასე გამოიყურება იმ პროექტების მიზნები, რომლებსაც საიას ქუთაისის ფილიალი ახორციელებს.
ბონდო შალიკიანის მკვლელობის შესახებ მის ოჯახს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს
August 7, 2012

ბონდო შალიკიანის მკვლელობის შესახებ მის ოჯახს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს

საქართველოს ყოფილი პარლამენტის წევრის, ბონდო შალიკიანის მკვლელობის შესახებ ოჯახის წევრებს ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. როგორც შალიკიანის და როზა შალიკიანი ამბობს, მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მათ მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს და დაზუსტებით არაფერი იციან.
ქუთაისში მოსახლეობას ბინების უფასოდ დაკანონებას ჰპირდებიან
August 7, 2012

ქუთაისში მოსახლეობას ბინების უფასოდ დაკანონებას ჰპირდებიან

ქუთაისის მერია ადგილობრივ მაცხოვრებელბს საცხოვრებელი კორპუსების უფასო პრივატიზებას სთავაზობს. ამ მიზნით, მერიის საბინაო მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური საცხოვრებელი კორპუსების აღწერას ახორციელებს.
August 6, 2012

“ბიუჯეტიდან ფული უკვე გაკეთებულ საქმეზე იხარჯება”

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია სტუდენტური დასაქმების ფარგლებში, ქუთაისში საბინაო ფონდების აღწერას აპროტესტებს. მათი განცახდებით, ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება, რადგან აღწერა უკვე ჩატარებულია კორპუსებში, სტუდენტები კი ანაზღაურებას იგივე საქმიანობაში იღებენ.
ბაღდათში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კადრი უცვლელია
August 6, 2012

ბაღდათში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კადრი უცვლელია

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატად რაიონის ამჟამინდელი დეპუტატი თემურ კოხოძე წარადგინა. კოხოძე საქართველოს პარლამენტის წევრად 2008 წელს იქნა არჩეული. თემურ კოხოძე კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და ყველა მისი შვილობილი ფირმის მფლობელი და დამფუძნებელია. ასევე, 2011 წელს მისი საკუთრება გახდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი საირმე.
August 6, 2012

„ნაციონალებმა“ თერჯოლაში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს

იმერეთის რეგიონში „ნაციონალურიმა მოძრაობამ“ პირველი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. თერჯოლის რაიონში „ნაციონალებმა“ კახა ბუცხრიკიძე წარადგინეს, რომელიც მანამდე ძალოვან უწყებაში მუშაობდა, ბოლოს კი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემადგენლობის შერჩევა დაიწყო
August 6, 2012

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემადგენლობის შერჩევა დაიწყო

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემადგენლობის დაკომპლექტების მიზნით დღეს კონკურსი გამოაცხადა. საუბარია იმ 6 კანდიდატის შერჩევაზე, რომელსაც სახელმწიფო ნიშნავს. 13–კაციანი კომისიის დარჩენილი ნაწილის დაკომპლექტება კი პოლიტიკური პარტიების პრეროგატივას წარმოადგენს.
„ზესტაფონის საკრებულოში სერიოზული ადმინისტრაციული კოლაფსია“
August 6, 2012

„ზესტაფონის საკრებულოში სერიოზული ადმინისტრაციული კოლაფსია“

ზესტაფონის საკრებულოს წევრი, ,,ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა შავგულიძე ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალური პაკეტების დაკნინებასა და ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვაში ადანაშაულებს.
ქართული კინო – რეალობის მიღმა
August 4, 2012

ქართული კინო – რეალობის მიღმა

„ახდენს თუ არა რეალობის რეფლექსიას თანამედროვე ქართული კინო?!“,„კინოდოკუმენტალისტიკა - მანიპულაციის დეკონსტრუქცია“, „კინოს კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციები. მუნიციპალური კინოს პოლიტიკა“ - ამ საკიხების გარშემო გაიმართა დისკუსია 4 აგვისტოს ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში.
დავით ბაქრაძე პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდა
August 4, 2012

დავით ბაქრაძე პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისის პარლამენტში დასაქმებულ იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მშენებლობაზე საზაფხულო დასაქმების პროექტის ფარგლებში მოხვდნენ.
რაზე ესაუბრებოდა პრეზიდენტი საგანგებოდ შეკრებილ ქუთაისლებს?
August 3, 2012

რაზე ესაუბრებოდა პრეზიდენტი საგანგებოდ შეკრებილ ქუთაისლებს?

ქუთაისში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. „პრახადნოისთან“ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტთან შესახვედრად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხის მობილიზება წინასწარ მოახდინა.
„მაესტრო“ და  „მეცხრე არხი“ საკაბელო მაუწყებლობამ ქუთაისშიც ჩართო
August 3, 2012

„მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ საკაბელო მაუწყებლობამ ქუთაისშიც ჩართო

ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ ქუთაისში საკაბელო მაუწყებლობაში ჩაერთვნენ. ამის შესახებ საკაბელო ტელევიზია შპს „სატელიტ–სერვისის“ დირექტორმა გელა მეფარიშვილმა განაცხადა.
დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმის რესტავრაცია იგეგმება
August 3, 2012

დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმის რესტავრაცია იგეგმება

ხელფასების გაზრდა, მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა – ეს დაპირებები კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ, ზედა სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმის თანამშრომლებს მისცა. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.