გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


ავარიის შედეგად 5 დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
July 17, 2012

ავარიის შედეგად 5 დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ამ წუთებში ქუთაისის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოდან ავარიის შედეგად, მძიმე დამწვრობით მიყვანილი ერთ–ერთი პაციენტი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. საავადმყოფოს მთავარი ექიმი კოტე ხელაძე აცხადებს, რომ კლინიკურში დამწვრობით სულ 5 დაშავებული მიიყვანეს.
თერჯოლაში ავარიის შედეგად ორი ავტომობილი დაიწვა
July 17, 2012

თერჯოლაში ავარიის შედეგად ორი ავტომობილი დაიწვა

ორი ავტომობილი დაიწვა თერჯოლაში, სოფელ ბარდუბნის გადასახვევთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია 7 ადამიანი. ასევე, დაშავებულია რამდენიმე პიროვნება. მათ სხეულზე მძიმე დამწვრობა აღენიშნებათ.
„ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესზე ჟურნალისტები და ახლობლები არ დაუშვეს
July 17, 2012

„ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესზე ჟურნალისტები და ახლობლები არ დაუშვეს

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამომრჩვლების მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას საქმეს განიხილავს.
“ახალმა გაზეთმა” 11 წლის იუბილე აქციით აღნიშნა [photo]
July 16, 2012

“ახალმა გაზეთმა” 11 წლის იუბილე აქციით აღნიშნა [photo]

დღეს, იმერეთის რეგიონული გაზეთის „ახალი გაზეთი“ იუბილეა. გაზეთს დაარსებიდან 11 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი „ახალი გაზეთის“ რედაქციამ აქციით აღნიშნა. ქუთაისის ცენტრალურ სკვერში გაზეთის სხვადასხვა ნომერი მოქალაქეებს უფასოდ დაურიგდა.
ვარციხეჰესის მცხოვრებლები დასახლების ცალკე გამოყოფას ითხოვენ
July 16, 2012

ვარციხეჰესის მცხოვრებლები დასახლების ცალკე გამოყოფას ითხოვენ

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირის არ არსებობა, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ვარციხეჰესის მოსახლეობას ამ დრომდე აწუხებს. ადგილობრივი მცხოვრებლები თვითმმართველობის მხრიდან უყურადღებობას უჩივიან და 300–კომლიანი დასახლების ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფას მოითხოვენ.
ძალოვნებმა ტყიბულელი „მეოცნებეების“ დევნა დაიწყეს?!
July 16, 2012

ძალოვნებმა ტყიბულელი „მეოცნებეების“ დევნა დაიწყეს?!

„ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე კოალიციის წევრთა დევნაზე საუბრობს. მისი თქმით, „ოცნების“ ტყიბულის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კუბლაშვილი, რომელიც ასევე, პარტიის წევრია,პოლიციელებმა ქუთაისის სამმართველოში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.
ტყიბულის გამგებელსა და სოფლის რწმუნებულს მოქალაქეთა დევნაში ადანაშაულებენ
July 16, 2012

ტყიბულის გამგებელსა და სოფლის რწმუნებულს მოქალაქეთა დევნაში ადანაშაულებენ

„ქართული ოცნების“ ტყიბულის წარმომადგენელები რაიონის გამგებლის ლევან დოხნაძისა და ცუცხვათის რწმუნებულის ჯემალ ობოლაძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. ოცნებაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ დაშინებას.
„ნაციონალებმა“ ქუთაისში კერძო ბიზნესს ქონება შეაწერეს?!
July 16, 2012

„ნაციონალებმა“ ქუთაისში კერძო ბიზნესს ქონება შეაწერეს?!

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, სადაც სამშენებლო მასალების მაღაზია შპს „გორგია“ უნდა გახსნილიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი განთავსდა. „გორგიას“ ფილიალის გახსნის საკითხი კი ამ ეტპაზე გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა აღნიშნულ შპს–ს ფართი „შეაწერა“.
ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება?!
July 14, 2012

ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება?!

"ახალი მემარჯვენეები" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის ნაცვლად, პიარ-პროგრამების განხორციელებაში ადანაშაულებს.
20 000 დასაქმების მსურველი უფასოდ გადამზადდება
July 14, 2012

20 000 დასაქმების მსურველი უფასოდ გადამზადდება

პრეზიდენტის ინიცირებული ახალი პროექტი ,,პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები“ გააცნო ქუთაისის მოსახლეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ.
ფარცხანაყანევის მოსახლეობა წყლის გადასახადს გაორმაგებული ტარიფით იხდის
July 14, 2012

ფარცხანაყანევის მოსახლეობა წყლის გადასახადს გაორმაგებული ტარიფით იხდის

წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის მოსახლეობა. მათი თქმით, სოფელს საკუთარი წყალსადენი აქვს, საიდანაც წყალი ქუთაისშიც ნაწილდება. ადგილობრივები კი წყლის ტარიფს გაორმაგებული თანხით იხდიან.
„ქრისტიან – დემოკრატებმა“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ქუთაისში გახსნეს
July 13, 2012

„ქრისტიან – დემოკრატებმა“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ქუთაისში გახსნეს

ქუთაისის სპორტის სასახლეში შეკრებილ პარტიის აქტივს, მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარტიის პრიორიტეტები გააცნო. "ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის“ – ამ ლოზუნგით იბრძოლებენ „ქრისტიან–დემოკრატები“ არჩევნებში გასამარჯვებლად.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა მერიის შეზღუდვებს აქციით უპასუხეს
July 13, 2012

ქუთაისელმა ჟურნალისტებმა მერიის შეზღუდვებს აქციით უპასუხეს

„თავისუფალი მედია შეზღუდვების წინააღმდეგ,“ – ამ სლოგანით ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა ქალაქის მერიის წინ მშვიდობიანი აქცია გამართეს. აქციით მათ ის შეზღუდვები გააპროტესტეს, რომელიც მიმდინარე კვირაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჟურნალისტების მისამართით აამოქმედა.
პაატა ზაქარეიშვილი: წყალტუბოს მოსახლეობა მე კი არა, ივანიშვილს დაუჭერს მხარს
July 12, 2012

პაატა ზაქარეიშვილი: წყალტუბოს მოსახლეობა მე კი არა, ივანიშვილს დაუჭერს მხარს

"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე ცნობილია. კოალიციის სახელით წყალტუბოში გამარჯვებისთვის "რესპუბლიკური პარტიის" წევრი პაატა ზაქარეიშვილი იბრძოლებს.
“თავისუფალმა საქართველომ” საარჩევნო სიებში დარღვევები აღმოაჩინა
July 12, 2012

“თავისუფალმა საქართველომ” საარჩევნო სიებში დარღვევები აღმოაჩინა

"საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, ახლაც დატოვებულია ის ადგილები, სადაც ხალხი დღემდე არ ცხოვრობს. ეჭვი მაქვს, რომ არჩევნების გასაყალბებლად ჭირდებათ ეს ყველაფერი,“ - ეს განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერმა #59 საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გააკეთა.
ცესკო და მედია საარჩევნოდ ითანამშრომლებენ
July 12, 2012

ცესკო და მედია საარჩევნოდ ითანამშრომლებენ

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და ჟურნალისტების მისამართით შემუშავებული ინიციატივები - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ქუთაისში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა.
მონოპოლიის საწინააღმდეგო აქციაში ქუთაისიც ჩაერთო
July 12, 2012

მონოპოლიის საწინააღმდეგო აქციაში ქუთაისიც ჩაერთო

„არა მონოპოლიებს“ - ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში „ახალმა მემარჯვენეებმა“ ქვეყანაში არსებული მონოპოლიის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მასი პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში მამუკა მღვდელაძე და პარტიის აქტივისტები მონაწილეობდნენ.
ქუთაისის მთავრობა დღეს 2 მილიონი ლარის დამალვას ცდილობდა?!
July 11, 2012

ქუთაისის მთავრობა დღეს 2 მილიონი ლარის დამალვას ცდილობდა?!

ქუთაისის თვითმმართველობის პროგრამა „კორპუსის“ ბიუჯეტი, რომელიც მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების მოწყობას ითვალისწინებს, შესაძლოა, 4 მილიონი ლარიდან 6 მილიონამდე გაიზარდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქალაქის მერია ფინანსთა სამინისტროსგან დამატებით მოთხოვნილ 2 მილიონ ლარს მიიღებს.
„ახლებმა“ იმერეთში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს
July 11, 2012

„ახლებმა“ იმერეთში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს

ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, თერჯოლა, წყალტუბო, ხონი - ეს ის რაიონებია, სადაც „ახალმა მემარჯვენეებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელეს. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს პარტიის ქუთაისი ოფისში წარადგინა.
ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ
July 11, 2012

ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ. შენობის შესასვლელში მყოფი დაცვა მედიის წარმომადგენლებს შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე იმყოფებიან newpress-ისა და "ახალი გაზეთის" ჟურნალისტები. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე წუთში (14:00 საათზე) ქუთაისის საკრებულოს სხდომა იწყება. შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს შენობაში ჟურნალისტების არ შეშვება.
ქუთაისში პიერ სარკოზს ელოდებიან
July 10, 2012

ქუთაისში პიერ სარკოზს ელოდებიან

ქუთაისში ცნობილ DJ - ს, პიერ სარკოზს ელოდებიან,რომელიც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შვილია. პიერ სარკოზი საქართველოში პირველად ჩამოდის. კონცერტის ჩასატარებლად ქუთაისი მისი სურვილით შეირჩა. ღონისძიება მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. მოეწყობა სპეციალური სცენა და ღია კაფეები.
პროგრამა ,,კორპუსი“ ამომრჩევლების მოსასყიდად ხორციელდება?!
July 10, 2012

პროგრამა ,,კორპუსი“ ამომრჩევლების მოსასყიდად ხორციელდება?!

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რეგიონული ორგანიზაცია პროგრამა ,,კორპუსის“ გაუქმებას ითხოვს. პარტიის საინიციატივო ჯგუფმა დღეს საკრებულოს აპარატს წერილობით მიმართა, რათა გასცენ სპეციალური ბლანკები, სადაც პროგრამა ,,კორპუსის“ შესახებ მოსახლეობას საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ექნება.
ევროკავშირის ელჩი ქუთაისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა
July 10, 2012

ევროკავშირის ელჩი ქუთაისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა

საარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით, ქუთაისში, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი შეხვდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა. კოალიციის წევრების თქმით, ელჩი დაინტერესედა, რამდენად დემოკრატიულია საარჩევნო გარემო.
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დაიტბორა
July 10, 2012

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დაიტბორა

უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, ქუთაისში ქუჩები დაიტბორა. ძლიერი წვიმის გამო, წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე სახლის პირველი სართული და სარდაფები წყლით გაივსო. მოსახლეობა სახლებში წყლის შესვლას გაუმართავ სანიაღვრე სისტემას უკავშირებს.