გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


დასაქმების მინისტრმა ქუთაისლები „ვერ დაამშვიდა“
August 3, 2012

დასაქმების მინისტრმა ქუთაისლები „ვერ დაამშვიდა“

დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე, ქალაქის მერთან ერთად, ქუთაისში დასაქმების მსურველებს შეხვდა.სამუშაოს მაძიებლებმა მინისტრთან დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებზე კრიტიკულად ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დღეს არსებული ანაზღაურებით ოჯახების რჩენა უჭირთ.
ქუთაისში მიწებს წინასაარჩევნოდ ჰყიდიან?
August 3, 2012

ქუთაისში მიწებს წინასაარჩევნოდ ჰყიდიან?

ქუთაისში მიწის ნაკვეთის პრივატიზება ისევ განახლდა. საუბარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის გაყიდვის პროცესი მიმდინარე წლის იანვრიდან ამდრომდე შეჩერებული იყო.
ვანო მერაბიშვილი: ,,მეტ შრომას მეტი ხელფასი სჭირდება”
August 2, 2012

ვანო მერაბიშვილი: ,,მეტ შრომას მეტი ხელფასი სჭირდება”

ვანის რაიონში ახალი სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ - მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაათვალიერეს. მათ ექიმებს რაიონული საავადმყოფოების მმართველ კომპანიებთან მიღწეული შეთანხმება გააცნეს, რომლის მიხედვითაც 1 - ლი სექტემბრიდან სამედიცინო პერსონალის ხელფასები გაიზრდება.
დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამის განხორციელება დაიწყო
August 2, 2012

დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამის განხორციელება დაიწყო

დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამა გააცნო დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა დალი ხომერიკმა ქუთაისში, ყოფილ 22 - ე ბაღში მცხოვრებ ნუცუბიძეების ოჯახს. ახალი პროგრამის მიზანი დევნილთა ჩართულობით მათი საჭიროებების გამოვლენა და სამინისტროსა და დევნილებს შორის არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.
რატომ იყრის კენჭს აკაკი ბობოხიძე წყალტუბოდან?
August 2, 2012

რატომ იყრის კენჭს აკაკი ბობოხიძე წყალტუბოდან?

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მომავალ პარლამენტში კენჭს წყალტუბოდან იყრის. წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატად ბობოხიძე დღეს, არაოფიციალურად წყალტუბოს გამგეობის შენობაში წარადგინეს. გამგეობის შენობაში აკაკი ბობოხიძე პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა წარადგინა.
გუშინდელი კონცერტის შემდეგ, მინისტრმა ხაჩიძემ ქუთაისში მუხრანის ტყე დაასუფთავა
August 2, 2012

გუშინდელი კონცერტის შემდეგ, მინისტრმა ხაჩიძემ ქუთაისში მუხრანის ტყე დაასუფთავა

,,პოლიეთილენის პაკეტი ბუნების მტერია“ – ამ სახელწოდებით ქუთაისში, მუხრანის ტყეში აქცია მოეწყო, რომელშიც სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მიიღო. მან სტუდენტებთან ერთად ქუთაისის შემოგარენში არსებული მუხრანის ტყე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავა.
კახა კუკავა:  „სადაც გამარჯვების შანსი არ გვექნება, მაჟორიტარ კანდიდატებს არ წარვადგენთ“
August 2, 2012

კახა კუკავა: „სადაც გამარჯვების შანსი არ გვექნება, მაჟორიტარ კანდიდატებს არ წარვადგენთ“

ქუთაისი, ხარაგაული, ჭიათურა, ბაღდათი დ თერჯოლა - ეს ის რაიონებია, სადაც „თავისუფალი ქართველოს“, „თეთრებისა“ და „ტრდიციონალისტთა“ კოალიციამ მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატები წამოადგინეს. წარდგენა „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ოფისში მოხდა.
“ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” გოგა ხაჩიძის გადაყენებას ითხოვს
August 2, 2012

“ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” გოგა ხაჩიძის გადაყენებას ითხოვს

newpress.ge–ის მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც ქუთაისში, მინისტრ გოგა ხაჩიძის საკონცერტო სცენაზე გამოსვლის კადრებია ასახული, მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. გარემოს დაცვის მინისტრის გადაყენებას "ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" ითხოვს.
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ქუთაისის მაჟორიტარობას აპირებს
August 2, 2012

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ქუთაისის მაჟორიტარობას აპირებს

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მაჟორიტარობას აპირებს. მოძრაობა "თეთრების" ლიდერი "თავისუფალი საქართველოსა" და "ტრადიციონალისტთა კავშირის" ერთობლივი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ქუთაისში. ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა დღეს ქუთაისში წარადგენს. თემურ შაშიაშვითან ერთად, კუკავა იმერეთში კიდევ 4 მაჟორიტარს დაასახელებს.
წინასაარჩევნოდ მზარდი სოციალური პროგრამები
August 1, 2012

წინასაარჩევნოდ მზარდი სოციალური პროგრამები

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოციალაური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი გაზარდა. კერძოდ, სამედიცინო დახმარების პროგრამა 40 000 ლარი დაემატა, მედიკამენტებით დახმარების პროგრამას – 20 000 ლარი, ხოლო მატერიალური დახმარების პროგრამა 10 000 ლარით გაიზარდა.
დემოკრატია – უმრავლესობის ბატონობა, თუ უმცირესობის დაცვა
August 1, 2012

დემოკრატია – უმრავლესობის ბატონობა, თუ უმცირესობის დაცვა

საქართელოში დემოკრატიის დღევანდელ ხარისხს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები აკრიტიკებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ ქვეყანა მკვეთრად ჩამორჩება.
საპარლამენტო არაჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება
August 1, 2012

საპარლამენტო არაჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება

საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება.
კოპიტნარის აეროპორტიდან პირველი ფრენა 27 სექტემბერს განხორციელდება
August 1, 2012

კოპიტნარის აეროპორტიდან პირველი ფრენა 27 სექტემბერს განხორციელდება

კოპიტნარის აეროპორტი ოფიციალურად 27 სექტემბერტს გაიხსნება და პირველი ფრენაც კიევის მიმართულებით ამავე დღეს განხორციელდება. დღეს, კოპიტნარის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ დაათვალიერა.
ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს
August 1, 2012

ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ქუთაიში, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, დგინდება გადახურვის დეტალები და ვადები.
მთავრობა დროებით იმერეთში გადმოსახლდა
August 1, 2012

მთავრობა დროებით იმერეთში გადმოსახლდა

დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სოფლის მეურნეობის განვითარება – ასე გამოიყურება საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები. აღნიშნულ გეგმაზე მინისტრებმა დღეს, ქუთაისის მთავრობის სახლში გამართულ სხდომაზე ისაუბრეს.
ქუთაისში „ნაციონალები“ წითელ მაისურებში საგანგებოდ შეკრიბეს [Video]
August 1, 2012

ქუთაისში „ნაციონალები“ წითელ მაისურებში საგანგებოდ შეკრიბეს [Video]

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის " აქტივისტები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დილიდან ცენტრალურ ბულვარში იკრიბებიან. ციფრ 5–იანით გაფორმებულ წითელ მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა აქტივისტების განმარტებით, შეკრების მიზეზი მათთვის უცნობია.
ქუთაისლები დასაქმების პერსპექტივებზე[Video]
August 1, 2012

ქუთაისლები დასაქმების პერსპექტივებზე[Video]

ქუთაისში მაცხოვრებელთა ნაწილი მოსახლეობის დასაქმების მიზნით, მთავრობის მიერ წამოწყებულ კამპანიაზე იმედებს ამყარებს, ნაწილი კი დასაქმების სამინისტროსა და ხალხის დასაქმების შესახებ გაცემულ დაპირებას წინასაარჩევნო აფიორად მიიჩნევს.
July 31, 2012

ქუთაისის პარლამენტთან წიწაკა და პომიდვრები „არ გაახარეს“

ქუთაისში, პარლამენტთთან, მთავრობის სახლსა და კონტროლის პალატას შორის გაშენებული ბოსტანი „მთავრობამ დაიწუნა“. შედეგად, პომიდვრები და წიწაკა მუშებმა გადათხარეს.
პროკურორის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო
July 31, 2012

პროკურორის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო

ამომრჩველის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული აქტივისტების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს განახლდება.
„ქართული ოცნება“  საქალაქო სასამართლოს წინ აქციას მართავს
July 31, 2012

„ქართული ოცნება“ საქალაქო სასამართლოს წინ აქციას მართავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული აქტივისტების პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აქცია იმართება.საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას მოითხოვენ.
სასამართლო პროცესი ჩხრეკისა და დაპირისპირების თანხლებით
July 31, 2012

სასამართლო პროცესი ჩხრეკისა და დაპირისპირების თანხლებით

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამომრჩველის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას საქმეს განიხილავს, რომელთათვისაც პროკურატურა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
უკონტროლო ნაგავსაყრელი დასახლებაში [Video]
July 31, 2012

უკონტროლო ნაგავსაყრელი დასახლებაში [Video]

ქუთაისში, ნიკეას პირევლ შესახვევში თვითნებურად შექმნილი უკანონო ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელოვნური ნაგავსაყრელის გამო, ანტისანიტარიის პრობლემები წლებია აწუხებთ.
საზოგადოებრივი ტუალეტი ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში [Video]
July 30, 2012

საზოგადოებრივი ტუალეტი ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში [Video]

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში, აკაკი წერეთლის ძეგლის უკან საზოგადოებრივი ტუალეტი შენდება. საპირფარეშოს ცენტრალურ ბულვარში, ოპერის თეატრისა და ფანტანების გარემოცვაში მოწყობას ქუთაისლები მწვავედ აკრიტიკებენ.
პარლამენტის მშენებლებს ხელფასები მისცეს, ხელშეკრულებები – არა
July 30, 2012

პარლამენტის მშენებლებს ხელფასები მისცეს, ხელშეკრულებები – არა

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს კუთვნილი ხელფასები მისცეს. თუმცა მუშებთან დაკავშირებით პრობლემა კვლავ რჩება, მათი დასაქმების დამადასტურებელი ხელშეკრულებების სახით.