|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პანდემიის ფონზე ქუთაისის მერიამ ერთ თვეში ალა-ფურშეტებსა და რესტორნებში 16 000 ლარი დახარჯა

ქუთაისის მერიამ ბოლო ერთ თვეში ალა-ფურშეტებსა და რესტორნებში 16 000 ლარი დახარჯა. ამის შესახებად ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც პანდემიის ფონზე, ვირუსისგან დღეში 50-მდე ადამიანი კვდება, მერიის სარესტორნო ხარჯები უცვლელი რჩება.

ოპოზიციონერი აცხადებს, რომ შეზღუდვებს "ქართული ოცნება" მხოლოდ უბრალო ადამიანებისთვის აწესებს და არა ჩინოვნიკებისთვის.

გიგა შუშანია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოქალაქეების ვაქცინაციის ადგილამდე მისასვლელად ქუთაისში სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნოს.

ავტორი: ნიუპრესი