პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
"მოიხსნას კოვიდშეზღუდვები"- ამ მოთხოვნით გაიმართა აქცია ქუთაისის მერიასთან. მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წევრები დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, ეკონომიკა საბოლოდ განადგურდება, რაც თითოეულ მოქალაქეზე მძიმედ აისახება. მათ აქციაზე გალია მიიტანეს, რომელშიც სიმბოლურად ის სფეროები იყო მოთავსებული, რომელთა დროულ გახსნას მოითხოვენ.
"შევიკრიბეთ მერიასთან და ვითხოვთ, მოიხსნას შეზღუდვები. ეს რეგულაციები მძიმედ აისახება ეკონომიკაზე და შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეზე. მოვიტანეთ გალია, რომელიც სიმბოლურად არის მოთავსებული სხვადასხვა სფეროები, რომლებიც ხელისუფლებას ჩაკეტილი აქვს. ხელისუფელას არ შეუძლია, პანდემიის მართვა და გამოსავალი ქვეყნის ჩაკეტვაში ნახეს"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი