|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

როგორც ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც გამოკვლევა ჩაიტარა. სიმპტომები არ აღენიშნება მის მეუღლეს, თუმცა ვირუსი მასაც დაუფიქსირდა. 

როგორ დეპუტატი აცხადებს, ის რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტში არ ყოფილა. რაც შეეხება მის სხვა კონტაქტებს, ამის შესწავლა მიმდინარეობს. 

პარლამენტში აცხადებენ, რომ ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.  

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს.

პარლამენტის შენობაში გატარდება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

„როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა