|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტარებმა ქუთაისში კოოპერატივების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ქუთაისში გასვლითი შეხვედრა გამართა. კომიტეტის წევრები დასავლეთ საქართველოში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ფერმერებმა ახალი ინიციატივები გააჟღერეს, ასევე ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელთაც კანონში აწყდებიან.

შეხვედრაზ  რამდენიმეკოოპერატივის წარმომადგენელმა საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარა დამსწრეთ, მათ შორის იყო კოოპერატივი „თაფლი საჩინო“, რომელიც ვანის რაიონშია რეგისტრირებული და 65 მეპაიე ჰყავს გაწევრიანებული.

მსგავსი შეხვედრა ყველა რეგიონში გაიმარათება, რის შემდეგაც ინიციატივები დამუშავდება და კანონში შესატანად შესაბამის კომიტეტს მიეწოდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი