"პარლამენტი არის მკვდარი და მას, როგორც გარდაცვლილს, ისე უნდა მივაგოთ პატივი" -გოგი წულაია
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსი გამართა.
გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ღვინო მიიტანა და წითელი კვერცხი გადააგორა.
მისი თქმით, პერფორმანსი სიმბოლურად საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას ასახავს.
"როდესაც პრემიერ-მინისტრი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან მისვლას არ კადრულობს, ის პარლამენტი არის მკვდარი და მას, როგორც გარდაცვლილს, ისე უნდა მივაგოთ პატივი," - ამბობს გოგი წულაია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა