|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი დღეს "პატრიოტთა ალიანსის" 3 წევრის უფლებამოსილებას ცნობს

პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილებას ცნობს.

სხდომას "პატრიოტთა ალიანსის" სამივე წევრი დაესწრება.

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა საერთო ოპოზიციური პროტესტის ფონზე პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, თუმცა “პატრიოტთა ალიანსს“ სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით,  საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, რამაც შესაძლებლობა მისცა "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მარტო აღარ იყოს. 

"პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში ჯამში 4 დეპუტატი ეყოლება. 

ავტორი: ნიუპრესი