|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტი წაგვართვეს და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ ტუალეტიც არ გვინდა" [VIDEO]

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებული საპირფარეშოს გაუმართაობას პარტია "თავისუფალი საქართველო" აპროტესტებს. გოგი წულაიას განცხადებით, წლებია, ქალაქში საპირფარეშოების პრობლემაა და არსებულ შენობებს თვითმმართველობა არ უვლის.

"წლებია, ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშო არ მუშაობს. წინა მერის დროს ძლივს გავახსნევინეთ, მაგრამ ჭიღვარიამ ეს ამორტიზებული შენობებიც დახურა აღარ ფუნქციონირებს. პრობლემა აქვთ ადგილობრივებს და ტურისტები, ქალაქი აქციეს საპირფარეშოდ, ეს ყველაფერი ხდება მერიის წინ და ნუთუ ვერ ხედავენ და არ აწუხებთ ეს პრობლემა, როდესაც მის თვალწინ ხდება ასეთი რამ. ქალაქში არაფერი დატოვეს, პარლამენტი წაგვართვეს და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ ტუალეტიც არ გვინდა. მოვუწოდებთ მერიას, ან თავად მოაწესრიგონ, ან გაასხვისონ და გახადონ ფასიანი",-განაცხადა გოგი წულაიამ.

ცენტრალურ ბულვარში საზოგადოებრივი საპირფარეში წინა ხელისუფლების დროს გაიხსნა. გაუმართაობის გამო რამდენინე თვის წინ დაიკეტა.

 ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგავრებლად სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა