პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე წარადგინეს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე წარადგინეს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარეების სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს იწურება.
"საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.
წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს, დარწმუნებული ვარ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება", - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტში 3 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც "ქართული ოცნება" და თანამდებობები სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა დატოვეს.
ავტორი: ნიუპრესი